ჩხერკეთელაობა (ფილმი)

ბრიტანული შავი იუმორის ჟანრის ფილმი

ჩხერკეთელაობა (ინგლ. Trainspotting) — ბრიტანული შავი იუმორის ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია 1996 წელს დენი ბოილის მიერ. მთავარ როლს ასრულებს იუან მაკგრეგორი. გადაღებულია ირვინ უელშის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი დიდ ბრიტანეთში გამოვიდა 1996 წლის 23 თებერვალს.[2]

ჩხერკეთელაობა
რეჟისორი დენი ბოილი
პროდიუსერი ენდრიუ მაკდონალდი
სცენარის ავტორი ჯონ ჰოჯი
როლებში იუან მაკგრეგორი
გამოსვლის თარიღი 1996
ხანგრძლივობა 93 წთ.
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი[1]
შემოსავალი 48 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ფილმი British Film Institute-მა (BFI) 100 ყველა დროის საუკეთესო ბრიტანულ ფილმებს შორის მე-10 პოზიციაზე განათავსა. 2004 წელს, საერთო-სახალხო გამოკითხის მიხედვით, დასახელდა ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიურ ფილმად.[3]

2017 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება.

გადასაღები მოედანირედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი ვითარდება ედინბურგში, ამ ქალაქში მხოლოდ ფილმის პირველი კადრებია გადაღებული. ძირითადი ნაწილი გადაღებულია გლაზგოში, ხოლო ფინალური სცენის კადრები გადაღებულია ლონდონში[4].

როლებშირედაქტირება

  • იუან მაკგრეგორი — მარკ რენტონი
  • იუან ბრემნერი — დენიელ მერფი (სპადი)
  • ჯონი ლი მილერი — საიმონ უილიამსონი (კაიფომანი)
  • კევინ მაკიდი — ტომას მაკენტი (ტომი)
  • რობერტ კარლაილი — ფრენცის ბეგბი (ფრანკო)
  • კელი მაქდონალდი — დიანა კაულსტონი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Alexander Walker, Icons in the Fire: The Rise and Fall of Practically Everyone in the British Film Industry 1984–2000, Orion Books, 2005 p. 237.
  2. Morace, Robert (2001-09-01). Irvine Welsh's Trainspotting: A Reader's Guide (en). Bloomsbury Academic. ISBN 9780826452375. 
  3. „Trainspotting wins best film poll“. News.BBC.co.uk. 24 February 2004. ციტირების თარიღი: 6 December 2010.
  4. Filming Locations for Trainspotting. Movie-Locations.com. ციტირების თარიღი: 2 January 2008.