ჩხერიმელა ხარაგაული (საფეხბურთო კლუბი)
„საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა“ — ქართული საფეხბურთო კლუბი დაბა ხარაგაულიდან. თამაშობს პირველ ლიგაში.
კლუბის ლოგო | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა ხარაგაული | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1982 | ||
სტადიონი |
სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი (ტევადობა: 2 000) | ||
პრეზიდენტი | ბესო კვირიკაშვილი | ||
მწვრთნელი | მამუკა ხუნდაძე | ||
ლიგა | პირველი ლიგა | ||
2011-12 | მე-5 | ||
|
ისტორია
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ. ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.
1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.
საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი. შესაბამისად, ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატს და გამოდიოდა საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.
1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.
2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველივე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.
2010-11 წლებში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება. 2011-12 წლების სეზონში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი "ბ" ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. 2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის "ჩხერიმელა" ასპარეზობს პირველ ლიგაში, "ბ" ზონაში.
სტადიონი
რედაქტირებახარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს. ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ-ერთი დამაარსებლის სოსო აბაშიძის სახელს.
-
სოსო აბაშიძის სახელობის საფეხბურთო მოედანი.
-
„ჩხერიმელა“, 1991 წელი.
-
„ჩხერიმელა“, 1987 წელი.
-
ორჯონიკიძის რაიონის პირველობის გამარჯვებული რაიკოოპერატივის გუნდი, 1983 წელი.
შემადგენლობა 2010–11
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
შემადგენლობა 2011–12
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|