ჩუნა
ჩუნა ― მდინარე რუსეთში, ირკუტსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ტასეევის მარჯვენა შემადგენელი. სიგრძე 1203 კმ. სათავე აქვს უდის ქედზე. ზემოთში მიედინება ვიწრო მთათაშორის სისტემაში, ქვემოთ – შუა ციმბირის ზეგანზე. ადგილ-ადგილ აჩენს ჭორომებს. საზრდოობს წვიმის და თოვლის წყლით. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. მის ნაპირზეა ქალაქი ნიჟნეუდინსკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 170.
- ჩუნა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)