ჩულუ (კოლის რაიონი)
ჩულუ, ჩული (თურქ. Çullu) — სოფელი თურქეთში, არტაანის პროვინციის კოლის რაიონში. ისტორიული კოლის აღმოსავლეთის ნაწილი. კონსტანტინე მარტვილელის 1917 წელს გამოქვეყნებული არტაანის მხარეში მოგზაურობის დღიურის მიხედვით მისი სტუმრობისას სოფელი ნასოფლარად იყო ქცეული, მისი ყოფილი მკვიდრი მაჰმადიანი ქართველები კი ოსმალეთში იყვნენ გადასახლებულნი. მარტვილელი ადგილზე აფიქსირებს ერთი ეკლესიის ნანგრევებს.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჩულუ | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 40°46′46″ ჩ. გ. 42°48′58″ ა. გ. / 40.77944° ჩ. გ. 42.81611° ა. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 75700 |