კონსტანტინე მარტვილელი

ქართველი მწიგნობარი და მეცნიერი

კონსტანტინე მარტვილელი (კონსტანტინე ოდიშარია) — ქართველი მწიგნობარი და მეცნიერი.

კონსტანტინე მარტვილელი
საქმიანობა მწიგნობარი და მეცნიერი

საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებშია დაცული კონსტანტინე მარტვილელის (ოდიშარიას) განცხადება, რომელიც 1935 წლითაა დათარიღებული და მიწერილია „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავისადმი მომწყობი საიუბილეო კომისიის თავჯდომარისადმი. ეს არის კონსტანტინე მარტვილელის მიერ შედგენილი სიძველეთა სია, რომელიც 1914-1915 წლებში შეადგინა არტაანის მხარეს მცხოვრებ მაჰმადიან ქართველთა გამოკითხვისას. კ. მარტვილელი აღწერს, როგორ უჩვენა სოფელ ორ-კიზში მცხოვრებმა ვინმე ოთარ-ბეგ შერვაშიძემ პერგამენტზე დაწერილი და „ჩულვ“ ანუ 1435 წლით დათარიღებული „ვეფხისტყაოსანი“. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნუსხა კი XVII საუკუნით თარიღდება.

კ. მარტვილელი აღწერს ამ ამბავს:

ვიკიციტატა
„ოთარ-ბეგმა თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის ვეფხისტყაოსანი... გააღო ზანდუკი და დიდ ბაღდადში გახვეული რაღაც ამოიღო. როცა გახსნა ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა – პერგამენტზე სპარსული ტიპის სურათებით შემკული ხელნაწერი ”ვეფხისტყაოსანი” იყო, მასზე ქორონიკონი „ჩულვ” ესვა. სულმა წამძლია, მყისვე გამოვართვი და გაკვირვებით, თანაც სიხარულით დავუწყე კითხვა. იგი წვრილისა და მეტად ლამაზის ხელით არის დაწერილი: ადგილ-ადგილ წითელი ასოები ამკობს მას“

.

კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამაარსებელი გიორგი ქავთარაძე წერს:

ვიკიციტატა
„კონსტანტინე მარტვილელი შემდეგ მარშრუტს იძლევა: ქალაქი არტაანი (თურქულად არდაჰანი), ნასოფლარები: კარგი სოფელი, ქვაბის ციხე, ოქროს ქოთანი და სოფლები: ვარციხე (სომხების მიერ თარგმნილი გულაბერთად), ოჯახი, დუდუნა, თამამი, ურჩი და თვით 32 კომლიანი სოფელი ორ-კიზი. არტაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ადვილად მივაგენი კონსტანტინე მარტვილელის მიერ მოხსენიებულ ვარდციხეს, მისი სომხური სახელწიდების გულთაბერის მეშვეობით (თურქული სახელწოდებაა ჩამლი-ჩათაქი)... ვიპოვე დუდუნაც, ორი-სამი მიწურის შემცველი სოფელი. ურჩი ური ყოფილა, ძველ ქართულ წყაროებში არტაანის ჰურად მოხსენიებული. აქ ყველაზე უფრო ხანგრძლივად ყოფილან შემორჩენილი მაჰმადიანი ქართველები. აქ ერთი, ადრე ჩასიძებული ართვინელი ქართველი ცხოვრობდა. ორ-კიზი არსად ჩანდა. კ. მარტვილელის აღწერით იგი მდებარეობდა ურჩისაგან თავქვე, მტკვრის პირას, ხოლო მტკვრის გადაღმა იყო ნასოფლარი ყიზილ-ქილისა. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ორ-კიზში უნდა იგულისხმებოდეს იქვე ახლოს მდებარე სოფელი ორაღაზი. ქურთებითა და თურქებით დასახლებული და ამ მხარისათვის დამახასიათებელი მიწურ-სახლებიანი ორაღაზი გულღიად შემხვდა. მთელმა სოფელმა მოიყარა თავი ჩემ გარშემო, მაგრამ ოთარ-ბეგ შერვაშიძე ან მისი შთამომავლობა ვერავინ გაიხსენა. თვით კ. მარტვილელი იძლევა ოთარ-ბეგის ერთ-ერთი, ალბათ უფროსი შვილის სახელს ჯაჰამალ-ბეგს, რომელიც მის ხელნაწერში ჯამალად არის ჩასწორებული. [1][2]
  1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური არქივი, ფონდი №15 (სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია), აღწერა №1, შეს, ერთ. №439
  2. გაზეთი “საქართველო XXI”, №0031, 5 ოქტომბერი, 2009 წელი, ორშაბათი ეკა ბუჩუკური „ვეფხისტყაოსნის ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი შესაძლოა თურქეთში ინახებოდეს” (გვ. 1)