ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი

ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი (ინგლ. Northeast India; ოფიციალურად ცნობილი როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი, ინგლ. North Eastern Region) ― უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი ინდოეთში.[1] წარმოადგენს ქვეყნის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ადმინისტრაციულ დანაყოფს. სულ რვა შტატს მოიცავს: არუნაჩალ-პრადეშს, ასამს, მანიპურს, მეგჰალაიას, მისორამს, ნაგალანდსა და ტრიპურას (რომლებიც ცნობილია როგორც „შვიდი და“) და „მოძმე“ შტატ სიკიმს.[2]

დასახლებული პუნქტი
ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 26°00′00″ ჩ. გ. 92°42′00″ ა. გ. / 26.00000° ჩ. გ. 92.70000° ა. გ. / 26.00000; 92.70000
ფართობი 262230 კმ²
სასაათო სარტყელი Indian Standard Time
ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი — ინდოეთი
ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი

რეგიონის საერთაშორისო საზღვის სიგრძე 5 182 კმ-ია (მისი გეოგრაფიული საზღვრის თითქმის 99%). ჩრდილოეთიდან ჩინეთი ესაზღვრება (საზღვის სიგრძეა 1 395 კმ), აღმოსავლეთიდან ― მიანმარი (საზღვრის სიგრძე ― 1 640 კმ), სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბანგლადეში (საზღვის სიგრძე 1 596 კმ), დასავლეთიდან ― ნეპალი (საზღვრის სიგრძე ― 97 კმ), ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― ბჰუტანი (საზღვრის სიგრძე ― 455 კმ).[3] ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ფართობი 262 184 კმ²-ია, რაც ინდოეთის საერთო ფართობის 8%-ს შეადგენს. რეგიონი ინდოეთის დანარჩენ ნაწილთან „სილიგურის დერეფნითაა“ დაკავშირებული.

ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის შტატები ოფიციალურადაა აღიარებული ჩრდილო-აღმოსავლეთ საბჭოს შემადგენლობაში.[2] სიკიმი ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის მერვე შტატი 2002 წელს გახდა.[4] ასამში მდებარე გუვაჰატი ცნობილია როგორც „კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ“ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის უდიდესი მეტროპოლისია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის უმაღლესი წერტილი კანჩენჯანგაა, რომელიც მსოფლიოს მესამე უმაღლესი მწვერვალია და ზღვის დონდიან 8 586 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კანჩენჯანგა სიკიმის შტატისა და ნეპალის ტერიტორიაზე მდებარეობს. რეგინის ყველაზე მაღალი მწვერვალებია: კანგტო (არუნაჩალ-პრადეშისა და ჩინეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 7090 მეტრი), სარამატი (ნაგალანდისა და მიანმარის საზღვარზე, ზღვის დონიდან 3 841 მეტრი), ტემპრუ (მანიპური, ზღვის დონიდან 2 994 მეტრი) და სხვ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მთავარი მდინარეა ბრაჰმაპუტრა და მისი შენაკადები: ბეკი, ბჰოგდოი, დჰანსირი, დიბანგი, დიჰინგი, კამენგი, კოლონგი, კოპილი, ლოჰიტი, მანასი, სანკოში, სუბანსირი, ტისტა.

 
ბრაჰმაპუტრის ხეობა და აღმოსავლეთი ჰიმალაები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში

ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. რეგიონის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს რელიეფი და სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონები.[5][6] რეგიონის კლიმატს ჩრდილოეთით მდებარე ჰიმალაები, სამხრეთით მდებარე მეგჰალაიის ზეგანი და აღმოსავლეთით მდებარე ნაგალანდის, მისორამისა და მანიპურის მთები განაპირობებს. მუსონური ქარები ბენგალის ყურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქრიან და ეს მთები ტენიან ქარებს ზემოთ მიმარტავენ, რასაც ადიაბატური გაცივება, ღრუბლების ჩამოყალიბება და ფერდობებზე დიდი რაოდენობით ნალექი მოსდევს. ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ნალექიანი ადგილია. ბევრი ადგილი წლის განმავლობაში 2 000 მმ-ზე მეტ ნალექს იღებს. ნალექების დიდი წილი ზაფხულში, მუსონების სეზონის დროს მოდის. ჩერაპუნჯი, რომელიც მეგჰალაიის ზეგანზე მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი ადგილია. აქ წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 11 777 მმ-ის ტოლია. ბრაჰმაპუტრისა და ბარაკის ხეობებში ტემპერატურა ზომიერია, თუმცა სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო და უფრო იკლებს. ყველაზე მაღალ წერტილებში მუდმივი თოვლის საფარია. რეგიონში სამი სეზონი გამოიყოფა: ზამთარი, ზაფხული და წვიმების სეზონი, რომელიც ზშირად ზაფხულის თვეებს ემთხვევა, როგორც ინდოეთის დანარჩენ ნაწილში. ზამთარი ნოემბრის დასაწყისიდან შუა მარტამდე, ხოლო ზაფხული შუა აპრილიდან შუა ოქტომბრამდე გრძელდება.

ტემპერატურა

რედაქტირება
 
ინდოეთის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით იცვლება.[7] ყველაზე თბილია მდინარე ბრაჰმაპუტრისა და ბარაკის ვაკეები, ხოლო ყველაზე ცივი უმაღლესი ადგილებია. რეგიონის ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ზღვასთან სიახლოვე, რომელიც ტემპერატურის მომატებას უწყობს ხელს.[7] ჩვეულებრივ, მთიანი ტერიტორიების ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ვაკეების.[8]

ბრაჰმაპუტრისა და ბარაკის ხეობების ზამთრის საშუალო ტემპერატურა 16-17 °C-ს (61-63 °F) შორის მერყეობს ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 28 °C-ია (82 °F).[7] ტემპერატურის მაქსიმუმი დასავლეთ ტრიპურის ვაკეზე ფიქსირდება. ტრიპურის დედაქალაქ აგარტალაში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა აპრილში 33-დან 35 °C-მდე (91 and 95 °F) მერყეობს.[9] ზაფხულში ტემპერატურის მაქსიმუმი მუსონების დაწყებამდე ფიქსირდება, შესაბამისად, აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ტემპერატურის მაქსიმუმი ივნისსა და ივლისშია, რადგანაც აქ მუსონები დასავლეთ ტერიტორიებთან შედარებით გვიან იწყება.[9] ბრაჰმაპუტრის ვაკის სამხრეთით მდებარე კაჩარის ვაკეზე ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე ბრაჰმაპუტრის ვაკეზე და ტემპერატურის ამპლიტუდა უფრო მცირეა ღრუბლების ფენებისა და მუსონების გამო, რომელიც მთელი წლის მანძილზე ღამის ტემპერატურას უფრო ზომიერს ხდის.[8][9]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Home ,Ministry of Development of North Eastern Region, North East India. ციტირების თარიღი: 10 September 2023
  2. 2.0 2.1 North Eastern Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 25 March 2012
  3. Problems of border areas in Northeast India. ციტირების თარიღი: 30 April 2018
  4. Integration of Sikkim in North Eastern Council. The Times of India (10 December 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 25 March 2012
  5. Dikshit 2014, p. 150.
  6. Dikshit 2014, p. 151.
  7. 7.0 7.1 7.2 Dikshit 2014, p. 153.
  8. 8.0 8.1 Dikshit 2014, p. 156.
  9. 9.0 9.1 9.2 Dikshit 2014, p. 155.