ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა
ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა — ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ზოლს, მდნარეების თერგის, ყუბანის და კუმის აზუებს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება კატაკომბური კულტურების ტერიტორია, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ყუბანის დოლმენები, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — კავკასიონი. ჩრდილოეთ საზღვარზე შერეული ძეგლებია.
ჩრდილოეთ კავკასიის კულტურაზე გამავალი გზები აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებს, ჩრდილოეთის და სამხრეთის კულტურებს აკავშირებდა. აქ ადგილი ჰქონდა ხალხთა გადაადგილებას, მრავალნაირი კულტურის ნაშთის დაფენებას. ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა სამ ქრონოლოგიურ პერიოდად იყოფა. სტეპებში, მთისწინა რაიონებში დამახასიათებელია გორსამარხები; მაღლობ რაიონებში ორმოსამარხები, ქვაყუთები და აკლდამები. ადრეულ სამარხებში მიცვალებულები დამარხული იყვნენ მოკრუნჩხულად, თავი უმეტესად სახმრეთსკენ ჰქონდათ, უხვად აყრიდნენ წითელ საღებავს.
ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლები ჩრდილო კავკასიის კულტურის აყვავების პერიოდაი. ამ დროს და კულტურის დასასრულს შეიმჩნევა ცვლილებები დაკრძალვის წესში. სამარხები ძირითადად ნაგებია ქვით. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ორნამენტებით შემკული თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი, სამკაული. გვიანი პერიოდის ნივთები ყუბანისპირეთის და ყობანის ნაკეთობათა მსგავსია.
საზოგადოება იყო გვაროვნული, პატრიარქალური. მეურნეობის საფუძველი იყო მეჯოგეობა და მიწათმოქმედება. კულტურის ბოლო ეტაპზე ჩრდილოეთ კავკასიაში შეიჭრნენ კატაკომბური კულტურის მატარებელი ტომები. ჩრდილო კავკასიის კულტურის წარმომავლობას ხშირად მაიკოპის კულტურას უკავშირებენ. კერამიკაში შეიმჩნევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგაძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 161.