ჩრდილოეთი მატაბელელენდი
ჩრდილოეთი მატაბელელენდი (ინგლ. Matabeleland North Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ლუპანე.
პროვინცია | |
---|---|
ჩრდილოეთი მატაბელელენდი ინგლ. Matabeleland North Province | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
კოორდინატები | 19°00′00″ ს. გ. 27°30′00″ ა. გ. / 19.00000° ს. გ. 27.50000° ა. გ. |
დაარსდა | 1974 |
ფართობი | 75 025 კმ² |
მოსახლეობა | 749 017 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 9,98 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 75 025 კმ²-ს.
მოსახლეობა
რედაქტირებამსხვილი ქალაქებია — ლუპანე, ჰვანგე და ვიქტორია-ფოლსი. პროვინციის ძირითადი მოსახლეობა მიეკუთვნება მატაბელეს ხალხს.
2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 749 017 ადამიანს[1][2][3][4].
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982 | 1992 | 2002 | 2012 |
---|---|---|---|
470 539 | 640 967 | 701 359 | 749 017 |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:
- ბინგა
- ბუბი
- ჰვანგე
- ლუპანე
- ჩოლოჩო
- ნკაი
- უმგუზა
ეკონომიკა
რედაქტირებაჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინციის ეკონომიკისათვის არსებობს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო — ქვანახშირის მსხვილი საბადო ჰვანგესთან ახლოს, რომელიც ზიმბაბვეს ფოლადის დამამზადებელი წარმოების განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ასევე ტურისტული ბიზნესი — რადგანაც პროვინციაში მდებარეობენ ზიმბაბვეს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ვიქტორიის ჩანჩქერი და ჰვანგეს ეროვნული პარკი.