ჩრდილოეთი კამარინესი

ჩრდილოეთი კამარინესი (ტაგ: Hilagang Camarines; ბიკ: Amihanan na Camarines) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ბიკოლის რეგიონში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია დაეტი. დასავლეთიდან კესონის პროვინცია ესაზღვრება, სამხრეთიდან — სამხრეთი კამარინესი, ხოლო ჩრდილოეთიდან — ფილიპინის ზღვა. ისტორიულად, პროვინციის მოსახლეობა ბიკოლანურ ენაზე საუბრობდა, თუმცა ენათა აღრევის გამო დღეისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტაგალურ ენაზე საუბრობს.

ჩრდილოეთი კამარინესი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი დაეტი
შიდა დაყოფა ბასუდი, კაპალონგა, დაეტი, ხოსე-პანგანიბანი (ჩრდილოეთი კამარინესი), ლაბო (ჩრდილოეთი კამარინესი), მერსედესი (ჩრდილოეთი კამარინესი), პარაკალე, სან-ლორენსო-რუისი (ჩრდილოეთი კამარინესი), სან-ვისენტე (ჩრდილოეთი კამარინესი), სანტა-ელენა (ჩრდილოეთი კამარინესი), ტალისაი (ჩრდილოეთი კამარინესი) და ვინსონსი
კოორდინატები 14°10′00″ ჩ. გ. 122°45′00″ ა. გ. / 14.16667° ჩ. გ. 122.75000° ა. გ. / 14.16667; 122.75000
მმართველი Edgardo Tallado
დაარსდა 1829
ფართობი 2320.07 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 629 699 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 54
საფოსტო ინდექსი 4600–4612
ოფიციალური საიტი http://www.camarinesnorte.gov.ph/
300
300

1573 წელს ბიკოლის პროვინცია დაარსდა. 1636 წელს მას კამარინესი გამოეყო, რომელიც 1829 წელს ორ ნაწილად, ჩრდილოეთ კამარნესად და სამხრეთ კამარინესად დაიყო. 1854-1857 წლებში ორი პროვინცია კვლავ გაერთიანდა და ამბოს-კამარინესი ეწოდა. (ესპანურად ambos „ორივეს“ ნიშნავს). პროვინციები კიდევ ერთხელ გაერთიანდა 1893 წელს, თუმცა 1917 წელს პროვინცია კვლავ გაიყო.

1829 წელს ამბოს-კამარინესიდან გამოყოფის შემდეგ ჩრდილოეთ კამარინესის დედაქალაქად დაეტი გამოცხადდა. პროვინციის შემადგენლობაში შევიდა ქალაქები: ტალისაი, ინდანი, ლაბო, პარასალე, მამბულაო (ამჟამინდელი ხოსე-პანგანიბანი), კაპალონგა, რაგაი, ლუპი და სიპოკოტი. 17 წლის შემდეგ სიპოკოტი, ლუპი და რაგაი სამხრეთ კამარინესის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო სირუმა ჩრდილოეთ კამარინესს გადაეცა.

ესპანური ხანა

რედაქტირება

1571 წელს მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ მინდანაოს გამოსაკვლევად კონკისტადორი ხუან დე სალსედო გაგზავნა. ტაიტაისა და კაინტას დამორჩილების შემდეგ სალსედოს ექსპედიციამ ლაგუნის პროვინციამდე და ტაიაბასამდე მიაღწია. შემდეგში სალსედომ ოქროთი მდიდარ მამბულაოსა და პარასალეს მიაღწია.

ჩრდილოეთ კამარინესის ქალაქები ტაგალებით იყო დასახლებული, მცირე ნაწილს კი ვისაიანები შეადგენდნენ. იმიგრანტთა დიდი ნაწილი მაუბანიდან იყო. ადგილობრივთა გასაქრისტიანებლად ესპანელებმა ამ ადგილებში მისიონერები გაგზავნეს.

საომარი მდგომარეობა

რედაქტირება

1972 წლის 23 სექტემბერს პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ფილიპინებში, მათ შორის ჩრდილოეთ კამარინესში საომარი მდგომარეობა ცხადდებოდა,.[2] რის შემდეგაც მარკოსის 14 წლიანი ერთპიროვნული მმართვლეობის ხანა დაიწყო.[3][2] მართალია საომარი მდგომარეობა 1981 წლის 17 იანვარს ფორმალურად შერბილდა, მაგრამ მარკოსმა ძალაუფლება 1986 წლის თებერვლამდე შეინარჩუნა.[3][4][5]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ კამარინესის პოლიტიკური რუკა

ჩრდილოეთ კამარინესის ფართობი 2 320.07 კმ²-ია. პროვინცია კუნძულ ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბიკოლის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ჩრდილოეთი კამარინესი ერთ-ერთია ბიკოლის რეგიონის (V რეგიონი) 6 პროვინციას შორის. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფილიპინის ზღვა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — სან-მიგელის ყურე, დასავლეთ იდან — ლამონის ყურე, სამხრეთ-დასავლეთიდან — კესონის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — სამხრეთი კამარინესი. პროვინციის დედაქალაქი, დაეტი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსვლეთით, 342 კმ-თაა (213 მილი) დაშორებული. თვითმფრინავით მანილიდან დაეტში ჩასვლას 45 წუთი სჭირდება, ხოლო ავტობუსით — 8-10 საათი.

ჩრდილოეთი კამარინესი 12 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რომლებიც ორ საკნონმდებლო რაიონში ერთიანდება.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ხოსე მარია პანგანიბანის ძეგლი

2015 წლის აღწერით ჩრდილოეთ კამარინესის მოსახლეობა 583 313 ადამიანს შეადგენს.[6][7] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 250 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.

ჩრდილოეთ კამარინესის მოსახლეობის უმრავლესობას რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი სხვა ქრისტინაული კონფესიების: დამოუკიდებელი ფილიპინური ეკელსიის (აგლიპაიანური ეკლესია), ქრისტეს ეკლესიის, ბაპტიზმის, მეთოდიზმის მიმდევარია. რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან მორმონები, იეჰოვას მოწმეები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და მუსლიმები.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა სანაპირო ბიკოლური ენის დიალექტზე, ცენტრალურ ბიკოლურ ენაზე საუბრობს. ფართოდ გამოიეყენბა ტაგალური და ინგლისური ენა. პროვინციაში მანიდეს ადგილობრივი ტომებიც ცხოვრობენ, რომლებიც მანიდეს ენაზე საუბრობენ და ძირითადად ხოსე-პანგანიბანის, ლაბოსა და პარასალეს ტერიტორიებზე არიან კონცენტრირებული.

ფესტივალები

რედაქტირება

ბანტაიოგის ფესტივალი

რედაქტირება

ბანტაიოგის ფესტივალი პროვინციის დაარსების აღსანიშნავად იმართება.[8] დღესასწაული პროვინციის სხვადასხვა ქალაქში იმართება, სადაც ფესტივალს ინდივიდუალური სახელწოდებები აქვს: დაეტში გამართულ ფესტივალს „პინაიასანის ფესტივალი“ ეწოდება; სანტა-ელენაში — „პალაიოგანის ფესტივალი“; ვინსონსოში — „ბაბაკასინი“; პარასალეში „Pabirik ng Bayan“; ხოლო სან-ვისენტეში — „მანანაპი“.[9]

არაქისის ფესტივალი

რედაქტირება

პინიასანის (არაქისის) ფესტივალი ჩრდილოეთ-კამარინესის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფესტივალია. პროვინციაში ტკბილი არაქისი მოჰყავთ, რომელსაც ფორმოსას უწოდებენ.[8]

კადაგატანის ფესტივალი

რედაქტირება

კადაგატანის ფესტივალს მეთევზეები აღნიშნავენ, რომლებიც დედა ბუნებას უხვი რაოდენობით საზღვაო რესურსების გამო მადლობას უძღვნიან. ფესტივალი მერსედესის მუნიციპალიტეტში იმართება.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 The Fall of the Dictatorship en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-09
  3. 3.0 3.1 Francisco, Katerina (2016-09-22). „Martial Law, the dark chapter in Philippine history“. Rappler (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2018-06-29.
  4. Tan, Ab (1981-01-18). „Marcos Ends Martial Law, Keeps Tight Grip“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2018-09-09.
  5. Back to the Past: A timeline of press freedom (Sep 1, 2007). ციტირების თარიღი: March 2, 2018
  6. Census of Population (2015). "Region V (Bicol Region)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 20
  7. Census 2000; Population and Housing; Region V. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 June 2016.
  8. 8.0 8.1 8.2 Camarines Norte Festivals of Gold Panning, Pineapples and More | Philippine Travel Destinations en-US. ციტირების თარიღი: 2017-10-03
  9. „CamNor celebrates ‘Bantayog Festival’“. Manila Bulletin News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-03. ციტირების თარიღი: 2017-10-03.