ჩოხოსან რაინდთა დასი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი — საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში. ოფიციალური პრეზენტაცია მოხდა 2006 წლის 23 იანვარს.

დასის ლოგო
ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი — ადამიანი, რომლის სახელსაც დასი ატარებს

ზოგადი ინფორმაცია:

რედაქტირება

დასის მუშაობას წარმათავს გამგეობა, რომელიც არჩევითია და რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი გოგი დოლიძე.

გამგეობა შედგება 15 ადამიანისგან, თავჯმდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მდივანი და წევრები. გამგეობის სხდომები იმართება თვეში ერთხელ ჩვეულისამებ თვის ბოლო რიცხვებში, ხოლო თუ რაიმე საგანგებო შემთხვევაა რიგ გარეშე .

დასის გამგეობის თავჯმდომარეა - პროფესორი გოგი დოლიძე.

დასს აქვს ყოველკვარტალური ჟურნალი ”რაინდი (ჟურნალი)”, გაზეთი ’’საქართველოს კარიბჭე’’ და ინტერნეტ-საიტი, რომელთაც მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს დასის საქმიანობას.

დასში გაწევრიანება

რედაქტირება

მსურველი ავსებს ანკეტას, რომელსაც უნდა დაერთოს ორი ფოტო სურათი, ერთი ჩვეულებრივი, ე.წ. საპასპორტო სურათი და მეორე ეროვნულ სამოსში. სავალდებულოა რეკომენდატორი. ამის შემდეგ საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე და გაიცემა მოწმობა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ახალი ჩოხოსანი რაინდების კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, მთაწმინდის პანთეონში, 14 ივლისს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეს მის საფლავთან. მიიღებიან როგორც კაცები, ისე ქალები და ბავშვებიც ასაკის მიუხედავად.

დასის წევრებისათვის დაწესებულია გადასახადი: მოსწავლეებისათვის 20 თეთრი, სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის 1 ლარი, ხოლო მოსამსახურე პერსონალისათვის 5 ლარი თვეში. არსებობს ასევე შემოწირულობის ტრადიციაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება