ჩოუ-მეინი — სამხრეთ ჩინეთში გავრცელებული კერძი. მას ძირითადად ამზადებენ ატრიისგან, ქათმის ან საქონლის დაკეპილი ხორცისა და ზეთში შემწვარი ბოსტნეულისგან ამზადებენ. სხვადასხვა ქვეყნებში დასახლებულმა ჩინელებმა კი ამ ეროვნულ კერძს საკმაოდ გაუთქვეს სახელი მთელ მსოფლიოში. აღნიშნული კერძი საკმაოდ პოპულარულია ჩინურ რესტორნებში [1]. ჩინეთის გარდა, აღნიშნული ნაციონალური კერძი სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთის დიასპორებში არის განსაკუთრებით პოპულარული, ასეთ ქვეყნებს კი წარმოადგენს: ინდოეთში[2], ნეპალში[3], დიდ ბრიტანეთში[4] და აშშ-ში [5]. კერძი პოპულარულია სურინამის სამზარეულოში.

კერძი რედაქტირება

ჩოუ-მეინი საკმაოდ ხრაშუნა კერძებს მიეკუთვნება, იგი იწვება ტაფაზე საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე. მთავარ ინგრედიენტებს წარმოადგენს ლაფშა და ბოსტნეული.

ამერიკულ ჩინურ სამზარეულოში ეს არის შემწვარი კერძი, რომელიც შედგება ლაფშის ხორცისგან, ძირითადად გვხვდება ქათამი, თუმცა ზოგიერთ ვარიაციაში ვხვდებით ღორის ხორცს, ასევე საქონლის ხორცს, კრევეტებსა და ტოფუს. ის არის ნამდვილად სპეციფიური და განსხვავებული ჩინური კერძი.

არსებობს ორი ვარიანტის ჩოუ-მეინი, ესენია: ორთქლზე დამზადებული შოუ-მეინი და ჰონკონგის ჩოუ-მეინი. ორთქლზე დამუშავებულ ჩოუ-მეინი განსხვავებულია, მას აქვს უფრო რბილი ტექსტურა აქვს, ხოლო ეს უკანასკნელი უფრო ხრაშუნა და მშრალია. რაც შეეხება Crispy chow mein შემწვარია, უფრო ბრტყელი და გრძელი მომრგვალებული ტექსტურისაა. უნდა აღინიშნოს, რომ ხრაშუნა ტექსტურის მქონე ჩოუ-მეინს ხშირად მიირთმევენ ჰამბურგერის სტილის ფუნთუშეულთან ერთად. ჩოუ-მეინში ხშირად ვხვდებით კომბოსტოს, ლობიოსა და ნიახურს.

ამერიკულ რესტორნებში კერძი სოიოს სოუზთან ერთად გვხვდება, თუმცა ასევე ხშირად მოაქვთ ხოლმე სოკოს წვნიანიც. ამერიკაში ცნობილი ე.წ. მინესოტას ჩოუ-მეინი.

ჩოუ-მეინი სხვა ლაფშებისგან განსხვავდება თავისებური გემოებით, ფორმით, ტექსტურით და სხვადასხვა ინგრედიენტებით (ქათამი, ღორის საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და ა.შ.).

ეტიმოლოგია რედაქტირება

კერძის აღმნიშვნელი სიტყვა ჩოუ-მეინი მომდინარეობს ტაიშანური დიალექტიდან ნიშნავს შემწვარ ფუჟს, შემწვარ ლაფშას. მას ასევე ვხვდებით კანტონურ დიალექტშიც. chow - შემწვარს, შეწვას, როგორც ზმნას ნიშნავს და mein კი ლაფშას აღნიშნავს. უფრო კონკრეტულად ჩოუ-მეინი ნიშნავს ხორბლისგან დამზადებულ შემწვარ ლაფშას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თარგი:Книга
  2. Ahuja, Aashna (2015-11-27). „Indian Chinese Cuisine: India's Love Affair with Chinese Food“. NDTV.
  3. თარგი:Книга
  4. თარგი:Книга
  5. თარგი:Книга