ჩიხისწყლის ყორღანი

ჩიხისწყლის ყორღანი — კომპლექსური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ყორღანის ყრილი თითქმის მთლიანად ჰქონდა მოცლილი. მის ცენტრალურ ნაწილში 2 მ სიგანის რიყის ქვაწრის შიგნით გამოვლინდა რიყის ქვის ოთხკუთხა კონსტრუქცია, რომელიც გარს ერტყა ორმოსამარხს. როგორც ჩანს, ორმოში ხის ოთხთვალა ურემი იყო ჩადგმული. ოთხ თვალს შორის ერთი მიცვალებული იყო დასვენებული, მოკრუნჩხულად, თავით დასავლეთით. მას სახის წინ ედო ბრინჯაოს პირამიდულთავიანი ისრისპირი მრგვალი ყუნწით. მიცვალებულს ფეხთით ბრინჯაოს სატევარი ედო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება