ალექსანდრე ჩიქოვანი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩიქოვანი, ალექსანდრე)
ალექსანდრე ერემიას ძე ჩიქოვანი (დ. 1897 — გ. 1937) — ქართველი საბჭოთა ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსი, პროფესორი (1931).
ბიოგრაფია
რედაქტირება1922 წელს დაამთავრა პეტროგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. 1922-1930 წლებში მუშაობდა ზაჰესისა და რიონჰესის მშენებლობის საპროექტო ბიუროს უფროსად, 1931-1937 წლებში ხრამჰესის მშენებლობის მთავარ ინჟინრად, 1930-1937 წლებში ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებისა და მშენებლობის ამიერკაკასიის ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 142.