ჩისი
ჩისი[1] (ინგლ. Chishi Island) — ჩილვის ტბაში მდებარე დასახლებული კუნძული მალავიში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით შედის მალავის სამხრეთი რეგიონის ზომბის რაიონის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Chishi Island | |
---|---|
ჩისის კუნძული ჩილვის ტბაში | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ჩილვის ტბა |
კოორდინატები | 15°20′00″ ს. გ. 35°37′00″ ა. გ. / 15.33333° ს. გ. 35.61667° ა. გ. |
ფართობი | 12-21 კმ² |
მალავი | |
რეგიონი | მალავის სამხრეთი რეგიონი |
რაიონი | ზომბის რაიონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1591 ად. (1998) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული დაახლოებით მდებარეობს ტბის დასავლეთ სანაპიროსთან და პატარა ბორცვის გაგრძელებას წარმოადგენს. აღმოსავლეთით კუნძული გარშემორტყმულია ჩილვის ტბის ღია წყლებით, დასავლეთით კი ვაკე, ჭაობიანი ადგილებით. ტბის წყლის დონის ცვალებადობის და მისი დაბალი სიღრმის გამო ტბის ფართობიც განიცდის ცვლილებას (საშუალოდ 12-21 კმ²). ყველაზე უფრო დაბალი სიღრმის დროს ჩისის კუნძულიდან მატერიკამდე ფეხით მიღწევაც კი შესაძლებელია.
მოსახლეობა
რედაქტირება1998 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა 1591 ადამიანი, რომელთა ნაწილი აქ დროებით არიან დასახლებულნი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეკუთვნის ნიანჯას ხალხს.
ეკონომიკა
რედაქტირებამოსახლეობის დაახლოებით მესამედი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, დანარჩენი ორი მესამედი კი სხვა სექტორებში, უპირველეს ყოვლისა მეთევზეობით.
კუნძულზე შემუშავებულია ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების სხვადასხვა ტრადიციული წესები, რომლებიც დღეისათვის შენარჩუნებულია რეგიონის შედარებით სიშორის გამო.