ჩირიბიკეტეს ეროვნული პარკი

ჩირიბიკეტეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque nacional natural Sierra de Chiribiquete) — კოლუმბიის უდიდესი ეროვნული პარკი. მდებარეობს კოლუმბიის ამაზონის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში, ადმინისტრაციულად განთავსებულია კაკეტისა და გუავიარეს დეპარტამენტებში. 1993 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატი[1][2], ხოლო 2018 წლის 1 ივლისს უკვე მიიღო აღნიშნული სტატუსი[3].

ჩირიბიკეტეს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iii, ix, x
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
კოორდინატები 0°40′00″ ჩ. გ. 72°40′00″ დ. გ. / 0.66667° ჩ. გ. 72.66667° დ. გ. / 0.66667; -72.66667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1174
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1174
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი დაარსდა 1989 წლის 21 სექტემბერს. იმ დროისათვის მისი ფართობი იყო 12 000 კმ². 2013 წელს მისი ფართობი გაიზარდა 2,5-ჯერ და გახდა 27 900 კმ². პარკის ცენტრია ამავე სახელწოდების მთაგრეხილი, რომლის სიმაღლე არის ზღვის დონიდან 200-1000 მეტრი. მის გამოქვაბულებში კარგად არის შემონახული პირველყოფილი ადამიანის მიერ შესრულებული კლდის მხატვრობა, რომელიც ძვ. წ. XX საუკუნით თარიღდება.

პარკის ტერიტორიაზე მიედინება ათზე მეტი მდინარე, მათ შორის ყველაზე დიდია აპაპორისი, მესაი და იარი. სამივე მდინარე ერთვის მდინარე კაკეტას.

წლის განმავლობაში ტემპერატურა პრაქტიკულად მუდმივია და შეადგენს 24°C. ნალექების წლიური საშუალო მაჩვენებელია 4 500 მმ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება