ჩიპროვეცის აჯანყება
ჩიპროვეცის აჯანყება — ბულგარეთის ქალაქ ჩიპროვეცისა (ახლანდელი ჩიპროვცი, ჩრდილო-დასავლეთი ბულგარეთი) და მისი გარეუბნის მოსახლეობის აჯანყება ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ. მოხდა ევროპული ქვეყნების ანტიოსმალური კოალიციისა (საღვთო ლიგა) და ოსმალეთს შორის ომის დროს. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა 1688 წლის 6 სექტემბერს ავსტრიის ჯარების მიერ ბელგრადის აღება და ვიდინისა და სოფიისაკენ წინსვლა. აჯანყებულები დამარცხდნენ ოსმალეთის მოკავშირე უნგრეთის ფეოდალებთან თეკეისთან ბრძოლაში. ოსმალეთმა ჩიპროვეცი და მის გარშემო მდებარე სოფლები გაძარცვეს და დაწვეს, მოსახლეობის ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი გაიქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 138.