ჩინური ქოჩორა ძაღლი

ჩინური ქოჩორა ძაღლიძაღლის ჯიში. ის არის პატარა, აქტიური, ელეგანტური, ძალიან მხიარული და აქვს ძლიერი დამოკიდებულება მისი მფლობელის მიმართ, მაგრამ ფრთხილია უცხოებთან.

ჩინური ქოჩორა ძაღლი
შიშველი ქოჩორა
წარმოშობის ქვეყანა ჩინეთი
თვისებები
სიმაღლე მამრი 28—33 სმ
მდედრი 23—30 სმ
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამ ჯიშის ძაღლი შეიძლება იყოს შიშველი (თმა აქვს მხოლოდ თავზე, კუდზე და კიდურებზე), ან რბილი თმის საფარველით მთელ სხეულზე. მას არ აქვს სუნი.

აღნაგობის მიხედვით განასხვავებენ ამ ჯიშის ორ ვარიაციას: ირმის ტიპი - მოძრავი, მუბუქი ძვლებით; საშუალო - მძიმე სხეულითა და ძვლებით. უცნობი თუ სადაა გამოყვანილი ეს ჯიში, უცნობია - ეს არის აფრიკა ან მექსიკა. ქვეყანა, რომელმაც ეს ჯიში დაამტკიცა დიდი ბრიტანეთია.

ბეწვიანი ქოჩორა

ჯიშის ისტორია

რედაქტირება

ჯოან პალმერის წიგნი „თქვენი ძაღლი“ ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. 1966 წლისთვის ეს ჯიში დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა დარჩენილი იყო რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ბრიტანეთში ჩაიყვანეს. ამჟამად ჩინური ქოჩორა ძაღლი საკმაოდ გავრცელებულია ინგლისსა და მთელ მსოფლიოში. სწორედ დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ამ ჯიშის სტანდარტი და ინგლისელები მიიჩნევიან მის დამფუძნებლებად.

ჩინური ქოჩორასა და მექსიკურის მსგავსება იწვევს კინოლოგთა გაურკვევლობას თუ რომელი ჯიში რომლიდან წარმოიშვა. მექსიკაში ნაპოვნია ძვ.წ. 1500 წლით დატარიღებული ძაღლის თავის ქალები, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჩინური ძაღლები წარმოიშვნენ შოლოსგან. თუ როგორ მოხვდნენ ძაღლები ჩინეთში უცნობია.

არსებობს მოსაზრება, რომ შიშველი ძაღლები პირველად აფრიკაში[1] გამოჩნდნენ.

გარეგნობა

რედაქტირება
 
ჩინური ქოჩორა ძაღლი

ჩინურ ქოჩორას მომრგვალებული და მეტად ელეგანტური თავის ქალა აქვს. თავის სიგრძე კეფიდან სახემდე უნდა იყოს ისეთივე, როგორიც ყურის ნიჟარიდან ნიკაპამდე. ჯიშის თავისებურება - თავზე არსებული ქოჩორი, საიდანაც მისი სახელი გამომდინარეობს. ქოჩორი იწყება შუბლიდან და მთავრდება კისერთან. ის შეიძლება იყოს გრძელი, ან შედარებით მოკლე, რაც უმეტესად მისაღებია ამ ჯიშისთვის.

მათი თვალები ძალიან მუქი, პრაქტიკულად შავია. ზომა საშუალოა და ერთმანეთისგან საკმად შორსაა. იშვიათობაა ღია ფერის და ახლოს განლაგებული თვალები.

ყურები დაბლა, თვალის გარე კუთხის ზოლზეა განლაგებული. ის შეიძლება იყოს დიდი და დაცქვეტილი, ან ჩამოკიდებული და ბეწვიანი, ან მის გარეშეც.

მიუხედავად მისი ზომისა და დაუცველის შეხედულებისა, ჩინურ ქოჩორას მაკრატლის მსგავსი კბილები აქვს. შიშველი ძაღების კბილები სხვა ჯიშის წარმომადგენლებისგან განსხვავებულია. მათთვის კბილების ნაკლებობაც დასაშვებია და ეს ნაკლად არ მიიჩნევა.

ამ სახეობისთვის დამახასიათებელია მშრალი და გრძელი კისერი. ამიტომაც, მოძრაობისას მათი თავი მუდამ მაღლაა მიმართული. მათი მხარი ძლიერია და მაღალგანვითარებული რელიეფური კუნთებით გამოირჩევა. მათი წინა კიდურები მდგრადი და გრძელია. უკანა კიდურების თაღი დიდია, კუნთები კი ძლიერი და ელასტიური. თათები კურდღლისებურია - გრძელი და ვიწრო, მაჯის ძვლები კი მინიატურული და წაგრძელებულია. ჯიშის მიხედვით თათები ბეწვით უნდა იყოს დაფარული მაჯამდე. მათ აქვთ პირდაპირი დგომი და რომელიმე მხარეს გადაბრუნება ნაკლად მიიჩნევა.

ჩინური ქოჩორა ძაღლები 23-დან 33 სმ-მდე იზრდებიან და 2-დან 6 კგ-მდე იწონიან. მდედრები და მამრები აშკარად განსხვავდებიან. მდედრები შედარებით მოხდენილები და თხელები არიან. მათი ბეწვის შეფერილობა შეიძლება იყოს ნებისმიერი.

ძაღლის კუდი მაღლა მდგომი და გრძელია, ბოლოში კი მოხრილი, თუმცა უმეტესად ჩამოშვებულია. კუდის ორმესამედზე ფუნჯის მსგავსი თმა აქვს. მისი უარყოფითი ნიშანია მოკლე, უბეწვო კუდი, რომელიც უკანა კიდურებსაც კი არ აღწევს.

ბეწვის საფარი არ უნდა იყოს სქელი და არ უნდა ფარავდეს მთელ სხეულს. მისი კანი რბილი, ელასტიური და თბილია. შიშველი ძაღლების კანი გლუვია და თმა მხოლოდ თავზე, კიდურებსა და კუდზე აქვთ. ამ ჯიშის განმასხვავებელი ნიშანია ბამბის მსგავსი ბეწვის საფარი.

ჯიშის განსაკუთრებულობა

რედაქტირება

ჩინური ქოჩორა ძაღლი არ წარმოადგენს მონადირესა და მცველს. ეს არის საკულტო ცხოველი. ამ ჯიშს ხშირად, განსაკუთრებულ სიშიშვლესთან ერთად, ზებუნებრივ შესაძლებლობებსაც მიაწერენ. ისინი უყვართ არა მხოლოდ საკუთარი ეგზოტიკური გარეგნობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მხიარულები და მეგობრულები არიან. მათ შეუძლიათ იყვნენ მეგობრები როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

 
ჩინური შიშველი ქოჩორა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მითები და ლეგენდები ჩინურ ქოჩორა ძაღლზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-26. ციტირების თარიღი: 2018-08-23.