მექსიკური შიშველი ძაღლი
მექსიკური შიშველი ძაღლი (Xoloitzcuintli – შოლოიცკუინტლი, შემოკლებით Xolo - შოლო) − ძაღლის უბეწვო ჯიში. არსებობს მინიატურული და სტანდარტული ზომების. სახელი ეწოდა იშვიათი ბეწვის გამო. ფენოტიპი Foxl3 აუტოსომიური გენის მუტაციის მიერ ეშვის ექტოდერმული დისპლასიის შედეგია.[1] ინგლისუერნოვან ქვეყნებში ძაღლის ჯიში მექსიკურ შიშველი ძაღლის სახელითაა ცნობილი და შიშველი ძაღლების ერთ-ერთი ჯიშია.
მექსიკური შიშველი ძაღლის სახელწოდება ნაუატლიდან მომდინარეობს. ნაუატლიში მისი სახელწოდებაა xōlōitzcuintli (მხოლობითში),[2] xōlōitzcuintin (მრავლობითში).[2] სახელწოდება xōlōitzcuintli ღმერთ კსოლოტლის სახელიდან მომდინარეობს და „კსოლოტლის ძაღლს“ ნიშნავს.[2]
წარმოშობა
რედაქტირებამექსიკური შიშველი ძაღლის ჯიშის წარმოშობის განსაზღვრისთვის მიტოქონდრიული დნმ გამოიყენეს. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი დნმ-ისთანმიმდევრობა იმაზე მიუთითებს, რომ მექსიკური შიშველი ძაღლი ძველი სამყაროს ძაღლების ჯიშს მიეკუთვნება, რომლებიც ახალი სამყაროს ჯიშებთან არ შეჯვარებულან. ამერიკის მეძაღლეთა კლუბის განცხადებით, მექსიკური შიშველი ძაღლის წინაპარი ჩინური ქოჩორა ძაღლია, თუმცა გენეტიკურმა კვლევებმა ამ ორ ჯიშს შორის ახლო გენეტიკური კავშირები ვერ გამოავლინა.[3]
2018 წელს უჯრედის ბირთვების ანალიზმა დაადგინა, რომ მექსიკური შიშველი ძაღლი ჩრდილოეთ ამერიკაში ციმბირიდან გადავიდა ადამიანთა მიგრაციიდან 4500 წლის შემდედ. შემდეგი 9000 წლის მანძილზე იზოლირებულნი იყვნენ, ხოლო ევროპელებთან დაკავშირების შემდეგ ისინი ევრაზიულმა ძაღლებმა ჩაანაცვლეს.[4]
ისტორია
რედაქტირებააცტეკები, ტოლტეკები, მაიას ტომისა და სხვა ტომების ინდიელები კსოლოებს წმინდა ძარლებად თვლიდნენ. გარდა ამისა, ისინი კარგი კომპანიონი ძაღლები იყვნენ. აცტეკების მითოლოგიის თანახმად ძაღლის ეს ჯიში ღმერთმა კსოლოტლიმ შექმნა. კსოლოტლიმ ადამიანებს ეს საჩუქარი გადასცა და გააფრთხილა, რომ დაეცვთ ის, სამაგიეროდ კი მიკტლანში საფრთხისაგან დაიცავდა. მექსიკაში ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ სწამს, რომ ძაღლს განმკურნებელი თვისებები აქვს. აცტეკები ამ ჯიშის ძაღლებს საჭმელადაც იყენებდნენ. XVI საუკუნის ესპანური ჩანაწერების მიხედვით, ბანკეტებზე დიდი რაოდენობით მექსიკურ შიშველ ძაღლს მიირთმევდნენ.[5]
მახასიათებლები
რედაქტირებაგარეგნობა
რედაქტირებამექსიკური შიშველი ძაღლი დაახლოებით 4-20 კგ-ს იწონის. გარეგნობით ფარაონის ძაღლს წააგავს. აქვს გლუვი სხეული, ნუშის ფორმის თვალები, ფართო, ღამურისნაირი ყურები და გრძელი კისერი. მექსიკური შიშველი ძაღლი შესამჩნევია უბალნო აგებულებით.[6] ამ ჯიშში ბეწვის გაქრობა ათასობით წლის წინ მომხდარ სპონტანურ მუტაციასთანა დაკავშირებული. გარეგნობის ყველა ასპექტში მექსიკური შიშველი ძაღლი ზომიერია: ძალის, სისწრაფისა და მოხდენილობის მხრივ. უბეწვო კსოლოები ჰეტეროზიგოტური Hh უბალნობის ნიმუშებია.[7]
ტემპერამენტი
რედაქტირებამექსიკურ შიშველ ძაღლს „პრიმიტიული“ ტემპერამენტი (მაღლი მოხდენილობა, მგრძნობელობა, ენერგია, ცნობისმოყვარეობა, ძლიერი ნადირობა, სოციალური ინსტინქტები) აშკარაა, რადგანაც ჯიშის ტემპერამენტი მექსიკაში ისტორიის მანძილზე სელექციური შეჯვარებით არ მოდიფიცირებულა. შედეგად მექსიკური შიშველი ძაღლის ორივე სახეობას ძლიერი ფიზიკური აღნაგობა და ჯნამრთელი სხეული აქვს. ბევრი სხვა ჯიშის მსგავსად მექსიკური შიშველი ძაღლებიც „ემოციურ სიმწიფეს“ 2 წლის ასაკში აღწევენ. აქტიური ჯიშების მსგავსად, როგორიცაა ტერიერი, კსოლოებსაც მშვიდი, თანმიმდევრული წრთვნა სჭირდებათ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- The Xolo Handbook. Xoloitzcuintli Club of America, 1999.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- Xolo Sanctuary, a non-profit sanctuary with mission to preserve the Xoloitzcuintli. დაარქივებული 2021-01-18 საიტზე Wayback Machine.
- The Xoloitzcuintli Club of America (XCA), AKC Xolo parent club.
- "New AKC Recognized Breed: The Xolo", Cesar's Way, July 2011
- American Kennel Club (AKC) Xoloitzcuintli information page დაარქივებული 2015-02-08 საიტზე Wayback Machine.
- URCANIS breedingclub of Sweden დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Manin, Aurélie; Ollivier, Morgane; Bastian, Fabiola; Zazzo, Antoine; Tombret, Olivier; Equihua Manrique, Juan Carlos; Lefèvre, Christine (October 2018). „Can we identify the Mexican hairless dog in the archaeological record? Morphological and genetic insights from Tizayuca, Basin of Mexico“. Journal of Archaeological Science. 98: 128–136. doi:10.1016/j.jas.2018.08.008. ISSN 0305-4403.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Nahuatl Dictionary. (1997). Wired Humanities Project. University of Oregon. Retrieved September 1, 2012, from link დაარქივებული 2016-12-03 საიტზე Wayback Machine.
- ↑ C. Vilà, J.E. Maldonado, and R.K. Wayne. Phylogenetic relationships, evolution, and genetic diversity of the domestic dog. Journal of Heredity (1999) 90(1): 71-77. doi:10.1093/jhered/90.1.71
- ↑ Ní Leathlobhair, Máire; Perri, Angela R; Irving-Pease, Evan K; Witt, Kelsey E; Linderholm, Anna; Haile, James; Lebrasseur, Ophelie; Ameen, Carly; Blick, Jeffrey; Boyko, Adam R; Brace, Selina; Cortes, Yahaira Nunes; Crockford, Susan J; Devault, Alison; Dimopoulos, Evangelos A; Eldridge, Morley; Enk, Jacob; Gopalakrishnan, Shyam; Gori, Kevin; Grimes, Vaughan; Guiry, Eric; Hansen, Anders J; Hulme-Beaman, Ardern; Johnson, John; Kitchen, Andrew; Kasparov, Aleksei K; Kwon, Young-Mi; Nikolskiy, Pavel A; Lope, Carlos Peraza; et al. (2018). „The evolutionary history of dogs in the Americas“. Science. 361 (6397): 81–85. doi:10.1126/science.aao4776. PMID 29976825. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|displayauthors=
(დახმარება) - ↑ Coe, Sophie D. (1994) America's first cuisines ISBN 0-292-71159-X
- ↑ "Inheritance and Breeding Results of Mexican Hairless Dogs" დაარქივებული 2011-07-15 საიტზე Wayback Machine. , Laboratory Animals, 1993.
- ↑ Drogemuller, C.; E. K. Karlsson, M. K. Hytonen, M. Perloski, G. Dolf, K. Sainio, H. Lohi, K. Lindblad-Toh, and T. Leeb. "A Mutation in Hairless Dogs Implicates FOXI3" დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. . Science 321 (5895):1462, 2008.