ჩინუკი
ჩინუკი (ინგლ. Chinook) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ-ში XX საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | აშშ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ამერიკელმა არტურ უოლდენმა შეაჯვარა ესკიმოსების ძაღლი — სენბერნარი და ბელგიური ნაგაზი და მიიღო ძაღლი, რომელსაც აქვს ტვირთის გადატანისთვის საჭირო საოცარი თვისებები. ჩინუკმა სახელი უოლდენის საყვარელი ძაღლის სახელის პატივსაცემად მიიღო. ჩინუკი კლასიკური შპიცის მსგავსად იქცევა: ყოველთვის მზადაა სამუშაოდ, განსაკუთრებით უყვარს მუშაობა თოვლში, მარხილში შებმულს. პატარა ასაკიდან მას მკაცრი გაწვრთნა სჭირდება, რათა შემდგომში ადვილი იყოს მისი შეჩერება, როდესაც მასთან ერთად მარხილში შებმულ ძაღლებთან დააპირებს ჩხუბს. ჩინუკების რაოდენობა დიდი არ არის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ ჯიუტი იყოს.
ჩინუკი კარგი მოდარაჯეა, კარგად იტანს სიცივეს. არ უყვარს ქალაქის პირობებში ცხოვრება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ჩინუკის ყურები თავისუფლად კიდია, აქვს ფართო მკერდი, მსხვილი და ძლიერი წინა თათები, უკანა თათებზე ძლიერი კუნთები უზრუნველყოფს სიძლიერეს და ამტანობას. ბალანი მკვრივი და სქელია. კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება.