ჩინეთის ეროვნული მუზეუმი
ჩინეთის ეროვნული მუზეუმი (ჩინ.: 中国国家博物馆) — მუზეუმი ჩინეთში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ პეკინში, ტიანანმენის მოედანის აღმოსავლეთ ნაწილში. მუზეუმი იმართება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ.
ჩინეთის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
ჩინ.: 中国国家博物馆 | |
39°54′13″ ჩ. გ. 116°23′42″ ა. გ. / 39.90361° ჩ. გ. 116.39500° ა. გ. | |
დაარსდა | 2003 |
ქვეყანა | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა |
მდებარეობა | Donghuamen Subdistrict |
ვიზიტორები | 1,6 მილიონი[1] |
დირექტორი | ვანგ ჩუნფა[2] |
ოფიციალური საიტი | en.chnmuseum.cn |
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში მუზეუმი დახურული იყო. ვიზიტორთა რაოდენობა 78 პროცენტით დაეცა და 1 600 000 ადამიანი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ვიზიტორების რაოდენობით ლუვრის მუზეუმის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.[3]
ოთხწლიანი რემონტის შემდეგ, მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2011 წლის 17 მარტს. დაემატა 28 ახალი საგამოფენო დარბაზით, სამჯერ მეტი ვიდრე წინა საგამოფენო სივრცე და უახლესი გამოფენისა და შენახვის საშუალებები. აქვს საერთო ფართობი თითქმის 200,000 მ2.<ref name=national>{{Cite web
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Art Newspaper visitor survey, March 30, 2021
- ↑ Wang Chunfa became the director of NMC. Wangyi News (2018-01-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-05. ციტირების თარიღი: 2021-09-01.
- ↑ "The Art Newspaper", List of most-visited art museums, 30 March 2021