ჩინგელჰერნერი
ჩინგელჰერნერი (გერმ. Tschingelhörner) — მთა გლარნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს გლარუსისა და გრაუბიუნდენის კანტონების საზღვაზე. შედგება რამდენიმე მწვერვალისგან, რომლებიც 1 კმ სიგრძის ქედს წარმოქმნიან; მათ შორის უმაღლესი ზღვის დონიდან 2 849 მეტრს აღწევს.
ჩინგელჰერნერი | |
---|---|
კოორდინატები: 46°53′53″ ჩ. გ. 9°13′16″ ა. გ. / 46.89806° ჩ. გ. 9.22111° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 849 მ |
ქედი | გლარნის ალპები |
მთა მიეკუთვნება გლარნის შეცოცებას, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.