ჩილეგონი (ინდონ. Kota Cilegon) — სამრეწველო ქალაქი ინდონეზიაში, ბანტენის პროვინციაში. ჩილეგონში მდებარე ქარხნებს შორისაა ინდონეზიისთვის სასიცოცხლო კომპანიის, Krakatau Steel–ის საწარმო, რომელიც აწარმოებს ფოლადს სამრეწველო საჭიროებისთვის. ქალაქში ასევე ფუნქციონირებს Asahimas Chemical Company. ჩილეგონის ზედმეტსახელია „ფოლადის ქალაქი“, რადგან ის ფოლადის უდიდესი მწარმოებელია მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; წელიწადში აწარმოებს 6 მილიონ ტონას.

ქალაქი
ჩილეგონი
ინდონ. Kota Cilegon
დროშა გერბი


Akur Sedulur Jujur Adil Makmur
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ბანტენი
შიდა დაყოფა Cibeber[1] , Ciwandan[1] , Jombang[1] , Purwakarta[1] , Gerogol[1] , Citangkil[1] , Cilegon[1] და Pulomerak[1]
კოორდინატები 6°07′12″ ს. გ. 106°09′01″ ა. გ. / 6.12000° ს. გ. 106.15028° ა. გ. / -6.12000; 106.15028
დაარსდა 27 აპრილი, 1999
ფართობი 175,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 96 მეტრი
მოსახლეობა 386 985 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 205 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
საფოსტო ინდექსი 42400
ოფიციალური საიტი cilegon.go.id
ჩილეგონი — ინდონეზია
ჩილეგონი

ჩილეგონი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს ჩრდილო–დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე ჩილეგონის შესართავთან ზონდის სრუტესთან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022