ჩიკაპა (ფრანგ. Tshikapa) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კასაის პროვინციაში.

ქალაქი
ჩიკაპა
ფრანგ. Tshikapa
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია კასაის პროვინცია
კოორდინატები 6°25′00″ ს. გ. 20°48′00″ ა. გ. / 6.41667° ს. გ. 20.80000° ა. გ. / -6.41667; 20.80000
ცენტრის სიმაღლე 485
მოსახლეობა 587 548 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
ჩიკაპა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჩიკაპა

ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 65 კმ-ში ანგოლის სახელმწიფო საზღვრიდან ჩრდილოეთით და 190 კმ-ში ქალაქ კანანგიდან დასავლეთით, მდინარე ჩიკაპასა და მდინარე კასაის შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 485 მეტრ სიმაღლეზე[1].

2012 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 587 548 ადამიანს[2].

ჩიკაპა იყო ალმასების მოპოვების ცენტრი თავისი დაარსების მომენტიდან XX საუკუნის დასაწყისში. ქალაქი დააარსა ამერიკულ-ბელგიურმა კონსორციუმმა Forminere-მ, ამ ადგილის სიახლოვეს 1900-იანი წლებში ალმასების აღმოჩენის შემდეგ[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tshikapa, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer
  3. Isaac F. Marcosson, An African Adventure, Curtis Publishing Company, 1921. — P. 246.