ჩიკაგოს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული არქეოლოგიური მუზეუმი და უძველესი ახლო აღმოსავლეთის შესწავლის კვლევითი ცენტრი.

ინსტიტუტის არტ-დეკო შესასვლელი
ხარის თავი, რომელიც ერთ დროს პერსეპოლისის ასსვეტიანი ტაძრის შესასვლელს იცავდა

ინსტიტუტი განლაგებულია უჩვეულო არტ-დეკო/გუთური სტილის შენობაში უნივერსიტეტისა და 58-ე ქუჩების გადაკვეთაზე, რომლის პროექტი ეკუთვნის არქიტექტურულ ფირმას მეიერს მიუერ ენდ ფილიპი. მუზეუმში ინახება ეგვიპტეში, ისრაელში, სირიაში, თურქეთში, ერაყსა და ირანში გათხრების დროს ნაპოვნი ისტორიული ნივთები. მნიშვნელოვან ნიმუშთა შორისაა განთქმული მეგიდოს სპილოსძვლის სამკაულები, პერსეპოლისის განძეული, უზარმაზარი 40-ტონიანი ადამიანისთავიანი ფრთიანი ხარი ხორსაბადიდან, სარგონ II-ის სასახლიდან, და ყველაზე მნიშვნელოვანი — მეფე ტუტანჰამონის მონუმენტი.

ინსტიტუტში აქტიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს უძველეს ახლო აღმოსავლეთის თემებზე. სხვა მნიშვნელოვან პროექტთა შორის ინსტიტუტის მკვლევრები ამჟამად მუშაობენ 21-ტომიან ასირიულ, ჰიტიტურ და დემოტურ ლექსიკონებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება