ჩიბჟღარა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჩიბჟღარა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2120 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მასიური კირქვებით. მთის ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და კლდოვანია, სამხრეთი დამრეცი. დაფარულია კარსტული ძაბრებით. ჩიბჟღარა შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ჩიბჟღარა | |
---|---|
კოორდინატები: 43°18′27″ ჩ. გ. 40°28′25″ ა. გ. / 43.30750° ჩ. გ. 40.47361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2120 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 116-117.