ჩიანჯური
ჩიანჯური (ინდონ. Cianjur) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში, ჩიანჯურის სარეგენტოს დედაქალაქი. მდებარეობს ჯაკარტისა და ბანდუნგის დამაკავშირებელი ძირითადი გზების გასწვრივ. მოსახლეობა დაახლოებით 2 171 281 ადამიანს შეადგენს. მდებარეობის გამო, ჩიანჯურის მაცხოვრებლებს უადვილდებათ როგორც ჯაკარტაში, ისე ბანდუნგში მუაობა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჩიანჯური ინდონ. Cianjur | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
პროვინცია | აღმოსავლეთი იავა | ||
შიდა დაყოფა | Babakankaret[1] , Nagrak[1] , Sukamaju[1] , Mekarsari[1] , Limbangansari[1] , Pamoyanan[1] , Sawahgede[1] , Bojongherang[1] , Sayang[1] , Solokpandan[1] და Muka[1] | ||
კოორდინატები | 6°48′42″ ს. გ. 107°08′43″ ა. გ. / 6.81167° ს. გ. 107.14528° ა. გ. | ||
ფართობი | 350 148 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||
მოსახლეობა | 2 171 281 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||
ოფიციალური საიტი | cianjurkab.go.id | ||
გზა, რომელზეც ჩიანჯური მდებარეობს, ჯაკარტისა და ბანდუნგის დამაკავშირებელი უმთავრესი, უკიდურესად გადატვირთული გზა იყო, თუმცა, იგი 2005 წელს დასრულებულმა ახალმა ფასიანმა გზამ ჩაანაცვლა. ქალაქი 1677 წელს დაარსდა.
ჩიანჯური ძირითადად სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებს აწარმოებს, განსაკუთრებით ბრინჯს და როგორც ცნობილია, იგი მჭიდროდ დასახლებული იავისათვის ბრინჯის წარმოების ძირითადი წყაროა.
2009 წელს ჩიანჯურში მომხდარ მიწისძვრას 75 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.