ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი სურო[1] (ლათ. Hedera helix) — მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. მიწაზე გართხმული და მცოცავი ლიანა ბუჩქია. უნაყოფო ყლორტების ფოთლები სამკუთხა-კვერცხისებური ფორმისაა, 3–7-ნაკვთიანი. ნაკვთები-ისრისებურია, შეფერილობით — მუქი მწვანე, ზედა მხარეზე მოხატული ძარღვების შეფერილობის გამო ზოგჯერ მოთეთრო. სანაყოფე ყლორტების ფოთლები მთლიანი, კვერცხისებური ან რომბისებურია. ყვავილედი წარმოადგენს სწორადმდგომ ქოლგას. გვირგვინი მწვანე ფერისაა. ყვავის სექტემბერ-თებერვალში, ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე — ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]
ჩვეულებრივი სურო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hedera helix L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
სქოლიორედაქტირება
- ↑ მაყაშვილი ა., ჩვეულებრივი სურო // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 56.