ჩვენი ცხოვრება (ქართული გაზეთი)
„ჩვენი ცხოვრება“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრტიული (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა 1906 წელს (აგვისტო–სექტემბერი) გაზეთ „ტალღის“ (1906) ნაცვლად. გამოიცა თხუთმეტი ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — ვ. გადილია. ბოლშევიკური ფრაქციიდან გაზეთში თანამშრომლობდა გ. თელია. დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით. შემდეგ მის ნაცვლად გამოდიოდა გაზეთი „გრიგალი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 115.