ჩეხური ვიკიპედია
ჩეხური ვიკიპედია (ჩეხ. Česká Wikipedie) — ვიკიპედიის განყოფილება ჩეხურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2002 წლის ნოემბერში.[1] 2005 წლის ივნისის მიხედვით სტატიების რაოდენობა მასში 10 ათასს აღწევდა. იმავე წლის დეკემბერში რეგისტრირებული იქნა 20 ათასი სტატია. 2006 წლის ნოემბრისთვის ჩეხურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2008 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეიცავდა 100 ათასს სტატიას. ჩეხური ვიკიპედიის ფუძემდებელი და პირველი ადმინისტრატორი იყო ესპერანტისტი მიროსლავ მალოვეცი. გარკვეული დროის შემდეგ მალოვეცმა მთელი აქცენტი გადაიტანა ვიკიპედიის ესპერანტოს ვერსიაზე.
ჩეხური ვიკიპედია Česká Wikipedie | |
---|---|
მისამართი: | cs.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ჩეხური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის ნოემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 557 345 |
გვერდების რაოდენობა: | 1 561 010 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 24 395 598 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 680 003 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 393 |
ადმინისტრატორი: | 32 |
სიღრმე: | 50.7 |
2011 წლის 24 მარტისთვის ვიკიპედიის ჩეხურენოვანი განყოფილება მოიცავდა 190 ათას სტატიას. ამჟამად სტატიების რაოდენობა უტოლდება დაახლოებით 230 ათასს. ჰყავს 27 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2200-მდეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Wikipedia nabízí už více než 8 miliónů článků“. Novinky.cz (in Czech). September 14, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2018. ციტირების თარიღი: December 12, 2009. (Translation: "The Czech version of Wikipedia started its activities in 2002 and now already has 77 049 articles.")