ჩეხოვის პატარა სახლი

ჩეხოვის პატარა სახლი (რუს. Домик Чехова) — სახელმწიფო მემორიალური მუზეუმი ტაგანროგში, მდებარეობს ჩეხოვის ქუჩა № 69-ში მდებარე პატარა ფლიგელში, სადაც დაიბადა ანტონ ჩეხოვი.

ჩეხოვის პატარა სახლი

ჩეხოვის სახლი
47°12′25″ ჩ. გ. 38°55′53″ ა. გ. / 47.20694° ჩ. გ. 38.93139° ა. გ. / 47.20694; 38.93139
დაარსდა 1924
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ტაგანროგი
Map

პატარა სახლი, სადაც დაიბადა ანტონ ჩეხოვი, ააგეს 1850 წელს[1]. სახლის ფართობი სულ 30,5 კვ. მ.-ს შეადგენს. მდებარეობს ვაჭარ ა. გნუტოვის მფლობელობაში ყოფილ მიწის ნაკვეთზე. მესამე გილდიის ვაჭარმა პ. ჩეხოვი აღნიშნულ ფლიგელში ცხოვრობდა 1859 წლიდან 1861 წლამდე. სწორედ ამ სახლში 1860 წლის 29 იანვარს დაიბადა ჩეხოვების მესამე შვილი ანტონი, მომავალში ცნობილი მწერალი[1].

მუზეუმის შექმნის ისტორია

რედაქტირება

ანტონ ჩეხოვის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1910 წელს ევგენი გარშინის ინიციატივით სახლის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა. გარშინი იყო ასევე ინიციატორი, რომ პატარა სახლში გაეხნათ მუზეუმი.

ჩეხოვის სახლის მფლობელი იყო ქალბატონი კოვალენკო, რომლის სახლის ღირებულებაც სულ 4 500-5 000 რუბლი ღირდა, მაგრამ მან იმისათვის რომ ნება მიეცა სახლში მუზეუმის გასახსნელად მოითხოვა 10 000 რუბლი.

სახლის ყიდვა გადაწყდა 1916 წელს, მაგრამ კიდევ ოთხი წელი ჭიანურდებოდა სახლის შეძენა.

1921 წლიდან დაიწყეს ჩეხოვის ნივთების შეგროვება, ზოგიერთი მათგანი აღადგინეს, რათა შეევსოთ ცარიელი სამზარეულოს კუთხე.

1924 წელს ჩამოყალიბდა მუზეუმი. 1926 წელს სახლის გარშემო დარგეს ალუბლის ხეები. ამავე დროს გაიხსნა პირველი სამუზეუმო ექსპოზიცია, რომელიც აღწერდა მწერლის ტაგანროგში ცხოვრების პერიოდს.

ამჟამად მუზეუმი შედის ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Кожевникова Е.А. Домик Чехова // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 326. — ISBN 978-5-88040-064-5.