ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Таганрогский государственный литературный и историко-архитектурный музей-заповедник) — ლიტერატურული და მხარეთმცოდენობის მუზეუმების გაერთიანება ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ჩეხოვის მშობლიური სახლი
47°12′47″ ჩ. გ. 38°55′41″ ა. გ. / 47.21306° ჩ. გ. 38.92806° ა. გ. / 47.21306; 38.92806
დაარსდა 1981
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ტაგანროგი
დირექტორი ელიზავეტა ლიპოვენკო
ოფიციალური საიტი https://www.donland.ru/Default.aspx?pageid=122053
Map

ისტორია რედაქტირება

მუზეუმი შეიქმნა 1981 წელს. მუზეუმ-ნაკრძალის საერთო ფართობია 5 000 კვ. მ. სამუზეუმო ფონდი კი მოიცავს 280 000 ერთეულ ექსპონატს. ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურულ და ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შემავალ თითოეულ მუზეუმს აქვს ტავისი დაარსების სხვადასხვა დრო და გააჩნია თავისი ისტორია.

მუზეუმის სტრუქტურა რედაქტირება

გაერთიანების ლიტერატურული ნაწილი რედაქტირება

  • ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს ვაჟთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში. აქ სწავლობდა მწერალი ანტონ ჩეხოვი. მუზეუმი გაიხსნა 1935 წლის 29 მაისს. მუზეუმში დაცულია მასალები ანტონ ჩეხოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ექსპოზიცია მოიცავს 1 600 ექსპონატს.
  • ჩეხოვის პატარა სახლი — სახლი სადაც დაიბადა ანტონ ჩეხოვი. 1926 წელს აქ გაიხსნა პირველი სამუზეუმო ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება მწერლის ცხოვრებას.
  • ჩეხოვების დუქანი — მუზეუმი, მდებარეობს სახლში, რომელიც ჩეხოვების ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული 1869-1874 წლებში. ჩეხოვების მაღაზია მდებარეობდა პირველ სართულზე, ხოლო მეორეზე ცხოვრობდნენ. ანტონ ჩეხოვი ამ სახლში ცხოვრობდა 9 წლიდან 14 წლის ასაკამდე. სახლში მუზეუმი გაიხსნა 1977 წლის 3 ნოემბერს.
  • ივან ვასილენკოს მუზეუმი მდებარეობს სახლში, რომელშიც 1923-1966 წლებში ცხოვრობდა მწერალი, სტალინური პრემიის ლაურეატი ივან ვასილენკო. ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა 1988 წელს.

გაერთიანების ისტორიული ნაწილი რედაქტირება

 
ალფერაკის სასახლე.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Кожевникова Е.А. Домик Чехова // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 326. — ISBN 978-5-88040-064-5.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Таганрогский историко-краеведческий музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-04. ციტირების თარიღი: 2017-03-13.
  2. Собств. корр. Сладкое и горькое приношение победителям // Город N. — 1995. — 17 мая.
  3. Боде М. Два приношения: горькое и сладкое // Художественный журнал. — 1996. — № 9.
  4. Шабельников Ю. Дурицкая // Новая таганрогская газета. — 2006. — 2 дек.