ჩეშის უბე
ჩეშის უბე (რუს. Чёшская губа) — ყურე ბარენცის ზღვაში, კანინ-ნოსის ნახევარკუნძულსა და კონტინენტის ნაპირს შორის. სიგრძე 110 კმ, სიგანე შესასვლელთან 55 კმ, მაქსიმალური — 130 კმ. ნაპირები უმთავრესად დაბალია, ჩრდილო-დასავლეთით — ფლატოვანი. სიღრმე შესასვლელთან 55 მ. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 4,3 მ. ნოემბრიდან ივნისის ბოლომდე დაფარულია ყინულით. ერთვის მდინარეები ვიჟასი, ომა, პეშა და ჩეშა.
ჩეშის უბე | |
---|---|
რუს. Чёшская губа | |
ხედი ვერტმფრენიდან | |
კოორდინატები | 67°30′ ჩ. გ. 47°00′ ა. გ. / 67.500° ჩ. გ. 47.000° ა. გ. |
აუზი | ბარენცის ზღვის |
ქვეყნები | რუსეთი |
ტიპი | უბე |
მაქსიმალური სიღრმე | 55 მ |
სიგრძე | 110 კმ |
სიგანე | მაქს. 130 კმ |
ჩამდინარე მდინარეები | ვიჟასი, ომა, პეშა, ჩეშა |
ჩეშის უბე ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 104.