ჩერჩილის ომის ოთახები

ჩერჩილის ომის ოთახები — მუზეუმი ლონდონში, ერთ-ერთია იმპერიული ომის მუზეუმების ხუთი ფილიალიდან. მუზეუმი მოიცავს კაბინეტის ომის ოთახებს, ისტორიულ მიწისქვეშა კომპლექსს, სადაც განთავსებული იყო ბრიტანეთის სამთავრობო სარდლობის ცენტრი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და ჩერჩილის მუზეუმი, ბიოგრაფიული მუზეუმი, რომელიც იკვლევს ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის, უინსტონ ჩერჩილის ცხოვრებას.

ჩერჩილის ომის ოთახები
51°30′07″ ჩ. გ. 0°07′45″ დ. გ. / 51.5022194° ჩ. გ. 0.1293000° დ. გ. / 51.5022194; -0.1293000
დაარსდა 1984
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)
ვიზიტორები 620,933 (2019)[1]
დირექტორი ფილ რიდი
ოფიციალური საიტი https://www.iwm.org.uk/visits/churchill-war-rooms[2]
Map

კაბინეტის ომის ოთახების მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ხაზინის შენობის ქვეშ, უესტმინსტერის უაითჰოლის მხარეში, დაიწყო 1938 წელს. ისინი სრულად ამოქმედდნენ 1939 წლის 27 აგვისტოს, ერთი კვირით ადრე ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას . ომის ოთახები მოქმედებდა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, 1945 წლის აგვისტომდე.

ომის შემდეგ, კაბინეტის ომის ოთახების ისტორიული ღირებულება იქნა აღიარებული. მათი დაცვა სამუშაოების სამინისტროსა და შემდგომში გარემოს დაცვის დეპარტამენტის პასუხისმგებლობა გახდა, რომლის დროსაც საზოგადოების ძალიან შეზღუდულ რაოდენობას შეეძლო კაბინეტის მონახულება. კაბინეტის ომის ოთახები საზოგადოებისთვის გაიხსნა 1984 წლის აპრილში. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2005 წელს, ჩერჩილის მუზეუმისა და კაბინეტის საომარი ოთახების ძირითადი განახლების შემდეგ, მაგრამ 2010 წელს მუზეუმის სახელწოდება შექმოკლდა, და ეწოდა ჩერჩილის ომის ოთახები.

მშენებლობა

რედაქტირება

1936 წელს საჰაერო სამინისტრო, ბრიტანეთის სამთავრობო დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია სამეფო საჰაერო ძალებზე, თვლიდა, რომ ომის შემთხვევაში ლონდონის მტრის საჰაერო დაბომბვა გამოიწვევდა კვირაში 200 000-მდე მსხვერპლს. [3] ბრიტანული სამთავრობო კომისიები უორენ ფიშერისა და სერ ჯეიმზ რეის ხელმძღვანელობით 1937 და 1938 წლებში მიიჩნევდნენ, რომ ძირითადი სამთავრობო ოფისები უნდა გაიფანტოს ლონდონის ცენტრიდან გარეუბნებში, და არასასურველი ოფისები მიდლენდში ან ჩრდილო-დასავლეთში. [3] 1938 წლის მაისში სერ ჰასტინგს ისმაიმ, იმპერიის თავდაცვის კომიტეტის მდივნის მოადგილემ, უბრძანა უაითჰოლის სამუშაოების კვლევას, რათა მოენახა შესაფერისი ადგილი დროებითი გადაუდებელი სამთავრობო ცენტრისთვის. ყველაზე შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა ახალი საჯარო ოფისების სარდაფი, [3] სამთავრობო შენობა, რომელიც მდებარეობს ცხენოსანთა გზისა და დიდი გიორგის ქუჩის კუთხეში, პარლამენტის მოედანთან ახლოს. შენობაში ახლა განთავსებულია HM Treasury.[4]

 
დიდი გეორგის ქუჩა, ახალი საჯარო ოფისები, რომლის სარდაფშიც განთავსებულია კაბინეტის ომის ოთახები.

ახალი საჯარო ოფისების სარდაფის გადაკეთების სამუშაოები დაიწყო ისმაისა და სერ ლესლი ჰოლისის მეთვალყურეობით, 1938 წლის ივნისში.[5] სამუშაო მოიცავდა საკომუნიკაციო და სამაუწყებლო აღჭურვილობის დაყენებას, ხმის გამაძლიერებელს, ვენტილაციას და გამაგრებას. [3] იმავდროულად, 1938 წლის ზაფხულისთვის სამხედრო ოფისმა, ადმირალმა და საჰაერო სამინისტრომ შეიმუშავეს ცენტრალური საომარი ოთახის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობდა დისკუსიას და გადაწყვეტილების მიღებას, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებს შორის.

როგორც სამოქალაქო მთავრობის საბოლოო უფლებამოსილება, კაბინეტი, ან უფრო პატარა საომარი კაბინეტი, მოითხოვს მჭიდრო წვდომას მაღალ სამხედრო პირებთან. რაც გულისხმობდა, ცენტრალური ომის ოთახის შეიარაღებულ ძალებთან ახლოს განთავსებას. [3] 1939 წლის მაისში გადაწყდა, რომ კაბინეტი განთავსებული იქნებოდა ცენტრალური ომის ოთახში. [3] ომის ოთახები ამოქმედდა 1939 წლის 27 აგვისტოს,[6] 1 სექტემბერს პოლონეთში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.

ომის დროს კაბინეტების გამოყენება

რედაქტირება

ობიექტის რუქების ოთახი მუდმივ გამოყენებაში იყო და მთელი საათის განმავლობაში იყო დაკომპლექტებული სამეფო საზღვაო ძალების, ბრიტანული არმიისა და სამეფო საჰაერო ძალების ოფიცრების მიერ. ეს ოფიცრები პასუხისმგებელნი იყვნენ მეფის, პრემიერ მინისტრისა და სამხედრო შტაბის უფროსების ყოველდღიური სადაზვერვო შინაარსის შედგენაზე.[7]

მეორე ოთახი იყო კაბინეტის ოთახი.1939 წლის ოქტომბერში. [3] უინსტონ ჩერჩილის პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩერჩილი ეწვია კაბინეტის ოთახს 1940 წლის მაისში და გამოაცხადა: „ეს არის ოთახი, საიდანაც მე ვუხელმძღვანელებ ომს“. [3] კაბინეტში სულ გაიმართა 115 საქმიანი შეხვედრა, ბოლო შეხვედრა 1945 წლის 28 მარტის თარიღით ფიქსირდება,[8] როდესაც დასრულდა გერმანიის V-იარაღის დაბომბვის კამპანია.[9]

1940 წლის 22 ოქტომბერს, ბრიტანეთის წინააღმდეგ ბლიცის დაბომბვის კამპანიის დროს, გადაწყდა კაბინეტის სამხედრო ოთახების დაცვის გაზრდა ბეტონის მასიური ფენის დამონტაჟებით.

დაწესებულებაში შედიოდა თანამშრომლების საერთო საცხოვრებელი, სამხედრო ოფიცრებისა და უფროსი მინისტრების კერძო საძინებლები და ოთახები საბეჭდი მანქანებისათვის.[10]

სხვა აღსანიშნავ ოთახებს შორის აღსანიშნავია, ჩერჩილის კაბინეტ-საძინებელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

Holmes (2009). Churchill’s Bunker: The Secret Headquarters at the Heart of Britain’s Victory. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ALVA - Association of Leading Visitor Attractions. ციტირების თარიღი: 23 October 2020
  2. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Holmes 2009.
  4. HM Treasury. (2010)The Treasury Building: 1 Horse Guards Road. ციტირების თარიღი: 25 August 2010
  5. Imperial War Museum. (2010)History of the Cabinet War Rooms: Constructing the war Rooms. Churchill War Rooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021.
  6. (2005) Churchill Museum and Cabinet War Rooms (guidebook). London: Imperial War Museum, გვ. 2. ISBN 1-904897-23-1. 
  7. (2005) Churchill Museum and Cabinet War Rooms (guidebook), გვ. 13. 
  8. (2005) Churchill Museum and Cabinet War Rooms (guidebook), გვ. 5. 
  9. (2005) Churchill Museum and Cabinet War Rooms (guidebook), გვ. 19. 
  10. (2005) Churchill Museum and Cabinet War Rooms (guidebook), გვ. 11.