მონტენეგროს ეკონომიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოგორიის ეკონომიკა)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 30 დეკემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

მონტენეგროს ეკონომიკა — ძირითადად მომსახურებაზე დაფუძნებული გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა. ბალკანეთის ნახევარკუნძულის პატარა ქვეყნის ეკონომიკა ცდილობს თავი დააღწიოს იუგოსლავიის ომებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მონტენეგროს ეკონომიკამ დაღმასვლა განიცადა.

მონტენეგროს ცენტრალური ბანკი

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონტენეგრომ მიზნად დაისახა გამხდარიყო ელიტარული ტურიზმის ადგილად და გაწევრიანებული ევროპის კავშირში. ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მთავრობა მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

მონტენეგროში 2006–2007 წლებში უძრავი ქონების ბაზრის ბუმი იყო, რადგან მდიდარი რუსები და ბრიტანელები მის სანაპირო ზოლში სახლებს აქტიურად ყიდულობდნენ. მონტენეგრომ 2008 წელს შეძლო ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიციების მოზიდვა.

2012 წელს მონტენეგრომ მოახდინა 182,3 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი (ძირითადად მეტალი). მისი ექსპორტის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: ხორვატია (47,2 მილიონი €), სერბეთი (36,8), ბოსნია და ჰერცეგოვინა და უნგრეთი (12,7). იმპორტმა შეადგინა 864,9 მილიონი ევრო (ძირითადად საკვები, ბენზინი და ელექტრონიკა). უმსხვილესი იმპორტიორები არიან: სერბეთი (249,2 მილიონი €), საბერძნეთი (73), ბოსნია და ჰერცეგოვინა (59,8).[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება