ჩემი ცხოვრება (ნოველა)
ჩემი ცხოვრება (რუს. Моя жизнь) — ანტონ ჩეხოვის ნოველა, რომელიც 1896 წელს დაიწერა[1]. პირველად, 1896 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ჟურნალ „ნივა“-ს ყოველთვიური ლიტერატურული დამატების მე-10 ნომერში გამოქვეყნდა.
ჩემი ცხოვრება | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1896 |
გამოცემულია | ოქტომბერი-დეკემბერი, 1886 |
გამოქვეყნების ისტორია
რედაქტირებანაწარმოები პირველად 1896 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ჟურნალ „ნივა“-ს ყოველთვიური ლიტერატურული დამატების № 10-12-ში გამოქვეყნდა. ნოველის რამდენიმე ნომერში დაბეჭდვა დასაბუთებული იყო შემდეგი შეხედულებებით: ნიკოლოზ II-ის კორონაციის შემდეგ მუშათა გაფიცვიების ზრდისა და ახალი ცენზორის დანიშვნის გამო გამომცემლებიუფრო მეტ სიმკაცრეს ელოდნენ. ამიტომ ჟურნალში დასაბეჭდად ნოველის ტექსტი ისე დაყვეს, რომ პირველ წიგნში ცენზურული თვალსაზრისით შედარებით ყველაზე უსაფრთხო პირველი ხუთი თავი შევიდა. ამით ისინი ცენზორის სიფხიზლის მოდუნებას ცდილობდნენ.
ავტორის მიერ გადამუშავებული ნაწარმოები, შევიდა ალექსეი სუვორინის მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში „კაცები“. ნოველა ჩემი ცხოვრება უცვლელად იბეჭდებოდა კრებულის შვიდივე გამოცემაში (1897-1899). ჩეხოვის მცირე შესწორებებით ნოველა შევიდა 1899-1901 წლებში ადოლფ მარქსის მიერ გამოცემულ მისივე ნაწარმოებების კრებულის მეცხრე ტომში[2].
ნოველაში ნაჩვენებია ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების ჯაჭვი, მწერლის ბავშვობიდან დაწყებული. პ. სუროჟსკი (პ. შატილოვი) წერდა: „...თითქოს, როდესაც ჩეხოვი ამას წერდა, ტაგანროგზე ფიქრობდა“[3].
ფონი
რედაქტირებაჩეხოვმა ნაწარმოებზე მუშაობა 1896 წლის თებერვალში დაიწყო და იმავე წლის ივლისის ბოლოს დაასრულა. ხშირად მისი სახელწოდების გამო უთანხმოება წარმოიშობოდა ხოლმე. სახელწოდება „ჩემი ცხოვრება“ ჩეხოვს არ მოსწონდა, მას სურდა მისთვის „ოთხმოცდაათიან წლებში“ დაერქმია. „ნივა“-ში ჟურნალ ნივის რედაქტორმა ალექსეი ტიხონოვ-ლუგოვოიმ გადაწყვიტა, რომ შემოთავაზებული სახელწოდება რარაც მემორიალის მსგავსია და უკვე ამჟამად არსებული სახელწოდება შესთავაზა. ავტორმა წინააღმდეგობა არ გაუწია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Литературный музей А. П. Чехова. Сборник статей и материалов, вып. 4, Ростов н/Д., 1967, стр. 91.
- Чехов А. П. Моя жизнь: (Рассказ провинциала) // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოველა „ჩემი ცხოვრება“ დაარქივებული 2017-06-04 საიტზე Wayback Machine.
- ჩემი ცხოვრება. ორიგინალური რუსული ტექსტი
- ჩემი ცხოვრება, კონსტანს გარნეტის თარგმანი