ჩელექენის ნახევარკუნძული
ჩელექენის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თურქმენეთში. წარმოიქმნა კუნძულისგან 1930-იან წლებში, რომელიც მიუერთდა კასპიის ზღვის ნაპირს მასში წყლის დონის ვარდნის გამო. სიგრძე დაახლოებით 40 კმ, სიგანე 22 კმ. ფართობი 500 კმ².[1] ზედაპირი უმეტესწილად ვაკეა. სიმაღლე 100 მ. ჭარბობს ქვიშები და მლაშობი ნიადაგი. ნახევარკუნძულის ფარგლებშია ტალახის ვულკანები. არის ნავთობისა და ოზოკერიტის საბადოები.[2] დასავლეთ კიდეზეა ქალაქი ხაზარი. განვითარებულია თევზჭერა. ჩელექენის ნახევარკუნძული პირველად რუკაზე დაიტანა ალექსანდერ ბეკოვიჩ-ჩერკასკიმ 1715 წელს როგორც კუნძული ჩელექენი.[3]
ჩელექენის ნახევარკუნძული | |
---|---|
აული, 1913 წ. | |
კოორდინატები: 38°28′56″ ჩ. გ. 53°18′35″ ა. გ. / 38.48222° ჩ. გ. 53.30972° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქმენეთი |
სიმაღლე | 100 მ |
ფართობი | 500 კმ² |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 22 კმ |
აკვატორია | კასპიის ზღვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Igor S. Zonn, Aleksey N Kosarev, Michael H. Glantz & Andrey G. Kostianoy, The Caspian Sea Encyclopedia
- ↑ Челекен | Большой Энциклопедический словарь
- ↑ Географические названия мира: Топонимический словарь. — М: АСТ. Поспелов Е.М. 2001