ჩეკურაანთგორის კვირაცხოვლის ეკლესია

ჩეკურაანთგორის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ნასოფლარ მაჟალოვანის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. დარბაზულია (5x4 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია, მეორე ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშია. ინტერიერი შელესილია.

ლიტერატურა

რედაქტირება