ჩეკოს ტბა (რუს. Чеко) — მტკნარი ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ზღვის დონიდან 354 მ სიმაღლეზე. მდებარეობს ქალაქ კრასნოიარსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 760 კილომეტრში, ხოლო ტუნგუსკის მეტეორიტის შესაძლო ვარდნის ადგილის ეპიცენტრიდან 8 კილომეტრში. 1929 წლამდე ჩეკოს ტბა არ იყო აღნიშნული არც ერთ რუკაზე, რაც სავარაუდოდ ტბის გარშემო ტერიტორიის არასრულყოფილი შესწავლით იყო გამოწვეული. ტბის ზედაპირის ფართობია 0,25 კმ², სიღრმე უდრის 50 მ-ს, ფსკერი კონუსისებური ფორმისაა. ჩეკოს ტბა ვრცელდება მდინარეების ჩუნიას, პოდკამენაია-ტუნგუსკისა და ენისეის აუზში.

ჩეკოს ტბა
კოორდინატები: 60°57′50″ ჩ. გ. 101°51′36″ ა. გ. / 60.9638889° ჩ. გ. 101.8602111° ა. გ. / 60.9638889; 101.8602111
მდებარეობა დროშა: რუსეთი რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 354 
სიგრძე 0,708 კმ
სიგანე 0,364 კმ
ფართობი 0,25 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 50 
ჩამდინარე მდინარეები კიმჩუ
გამომდინარე მდინარე კიმჩუ
ჩეკოს ტბა — რუსეთი
ჩეკოს ტბა

ბოლონიის უნივერსიტეტის გეოლოგების ჯგუფმა წამოწიეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ტუნგუსკის მეტეორიტის კრატერის ნაშთს შესაძლოა ჩეკოს ტბა წარმოადგენდეს. 1961 წელს ტბაზე ჩატარდა დეტალური გამოკვლევა და დადგინდა, რომ ტბის ასაკი შეადგენს არა ნაკლებ 5000 წელს.[1] თუმცა ახალმა კვლევებმა საპირისპირო უჩვენა და გამოირკვა, რომ ტბის ასაკი სულ რაღაც 100 წლამდეა.[2] ზონდირების აკუსტიკური ექო გვარწმუნებს ტბის ფსკერის მეტეორიტულ წარმოშობაზე. ზონდირებამ უჩვენა ასევე ტბის ფსკერის კონუსისებური ფორმაც.[3] ასაკი დაფუძნდა ტბის ფსკერზე არსებული შლამის დანალექებიდან გამომდინარე. მაგნიტური მონაცემები უჩვენებენ შესაძლო ქანის არსებობას, რომელიც შეიძლება შეჯახების სხეულის ფრაგმენტს წარმოადგენდეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება