ჩასაფრებული მტაცებელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩასაფრებული მტაცებლები ან მჯდომარე და მომლოდინე მტაცებლები − ხორცისმჭამელი ცხოველები, რომლებიც მსხვერპლს უფრო მეტად მიპარვით ან სხვა სტრატეგიით იჭერენ, ვიდრე სისწრაფით ან სიძლიერით. ჩასაფრებული მტაცებლები სხედან და ელოდებიან ნადავლს.

ჩასაფრება შესაძლებელია სოროებში დამალვით, კამუფლაჟით, აგრესიული მიმიკრიით ან მახის გამოყენებით. მსხვერპლის განსასაზღვრად და თავდასხმისთვის მტაცებლები გრძნობების კომბინაციას იყენებენ. ღამის ჩასაფრებული მტაცებლები, როგოებიც კატები და გველები არიან, სპეციალური უნარ-ჩვევები აქვთ განვითარებული წყვდიადში მსხვერპლთან მანძილის განსაზღვრისთვის. მსხვერპლის დასაჭერად ჩასაფრებული მტაცებლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, დაწყებული ქამელეონების მიერ გრძელი დამრტყმელი ენის გამოყენებით, დამთავრებული ანტენარიისებრთა ზრდადი პირით.

ჩასაფრებული მტაცებლები ცხოველთა სამეფოში ფართოდ არიან გავრცელებული და გვხვდებიან ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა: თავფეხიანები, კიბოსნაირნი, ზღვის ვარსკვლავები, ობობები, მწერები და ხერხემლიანები, როგორებიც არიან გველბი და თევზები.

სტრატეგია

რედაქტირება
წყლის ხოჭო იტყუებს და თავს ესხმის თევზს.

ჩასაფრებული მტაცებლები უძრრავად არიან (ზოგჯერ დამალულები) და ელოდებიან, რომ მსხვეპლი თავდასხმისთვის შესაფერის მანძილზე მიუახლოვდეთ. ჩასაფრებული მტაცებლები ხშირად კამუფლაჟს იყენებენ და მარტო ნადირობენ. თუკი მსხვერპლი მტაცებელზე სწრაფია ჩასაფრებულ მტაცებლობაზე უკეთესი სტრატეგია დევნითი მტაცებლობაა.[1] ჩასაფრებული მტაცებლები ბევრ კომბინირებულ სტრატეგიას იყენებენ. მაგალითად, როდესაც მტაცებელი მსხვერპლზე უფრო სწრაფია მოკლე მანძილზე, მაგრამ არა გრძელ მანძილზე, მიპარვა და ჩასაფრება სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.[1]

მსხვერპლის მოტყუება

რედაქტირება

ჩასაფრებული მტაცებლები, როგორებც არიან ობობების ზოგიერთი სახეობა ხმელეთზე და პირფეხიანები წყალში მსხვერპლის მისატყებლად სოროებს/ბუნაგებს თხრიან და შიგ იმალებიან. მხედველობის შეზღუდული ველის დროს ეს მეთოდი ეფექტურია.[2][3][4][5]

კამუფლაჟი

რედაქტირება

ბევრი ჩასაფრებული მტაცებელი კამუფლაჟს იყენებს, რისი მეშვეობითაც მსხვერპლი მტაცებლის არსებობას ვერ ხვდება, ისე შედის თავდასხმის არეში. თევზებს შორის Gillellus uranidea ქვიშის მახლობლად წვება და მსხვერპლს ელოდება.[6] Inimicus filamentosus ნაწილობრივ ფსკერზე წვება და თავს ქვიშითა და ნარჩენებით იფარავს, შემდეგ კი მსხვერპლს ელოდება.[7][8][9][10] ვეშაპებს შორის ჩასაფრებული მტაცებლის ყველაზე შენიღბული სხეული Eucrossorhinus dasypogon-ს აქვს.

აგრესიული მიმიკრია

რედაქტირება

ზოგიერთი ჩასაფრებული მტაცებელი უფრო მეტად იზიდავს მის მსხვერპლს, ვიდრე უსაფრდება. ამ ცხოველების სტრატეგიას აგრესიული მიმიკრია ეწოდება. მსხვერპლის მიზიდვის ერთ-ერთი მეთოდი მსხვერპლის საკვებთან მიმსგავსებაა. Macrochelys temminckii კარგად შენღბული ჩასაფრებული მტაცებელია. ამ კუს ენა ადვილად შესამჩნევ ვარდისფერ ნივთიერებას შეიცავს, რომლითაც ჭიაყელებს ემსგავსება. თევზები, რომლებიც ამ „ჭიაყელის“ შეჭმას ცდილობენ, თავად კუს საკბილო ხდებიან. მსგავსად ზოგიერთი სახეობის გველი თავის კუდს ან ენას იყენებს პატარა ხერხემლიანების მისატყუებლად.[11][12][13][14][15]

Buteo albonotatu, რომელიც Cathartes aura-ს წააგავს, ამ უკანასკნელის ჯგუფთან ერთად დაფრინავს, უეცრად არღვევს ჯგუფს და ერთ-ერთ მათგანს იჭერს.[16][17] ზოგიერთი ვერსიით, ეს არის ნამდვილი მაგალითი „მგელი ცხვრის ტყავში“ მიმიკრიისა.[18]

ჩოქელების ზოგიერთი სახეობა ყვავილებს ემსგავსება და მტვრისა და ნექტრის შეაგროვებლად მიახლოებულ მწერებს უსაფრდება. Hymenopus coronatus მტვერავ მწერებს ყვავილებზე მეტად იზიდავს.[19][20][21][22]

  1. 1.0 1.1 Scharf, I.; Nulman, E.; Ovadia, O.; Bouskila, A. (2006). „Efficiency evaluation of two competing foraging modes under different conditions“ (PDF). The American Naturalist. 168 (3): 350–357. doi:10.1086/506921. PMID 16947110. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2019-05-18.
  2. deVries, M. S.; Murphy, E. A. K.; Patek S. N. (2012). „Strike mechanics of an ambush predator: the spearing mantis shrimp“. Journal of Experimental Biology. 215 (Pt 24): 4374–4384. doi:10.1242/jeb.075317. PMID 23175528.
  3. Trapdoor spiders. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 12 December 2014.
  4. Trapdoor spider. Arizona-Sonora Desert Museum (2014). ციტირების თარიღი: 12 December 2014.
  5. Moore, Talia Y.; Biewener, Andrew A. (2015). „Outrun or Outmaneuver: Predator–Prey Interactions as a Model System for Integrating Biomechanical Studies in a Broader Ecological and Evolutionary Context“ (PDF). Integrative and Comparative Biology: icv074. doi:10.1093/icb/icv074.
  6. ჩასაფრებული მტაცებელი(ინგლისური) FishBase-ის მონაცემთა ბაზაში
  7. William A.; Gosline, W.A. (July 1994). „Function and structure in the paired fins of scorpaeniform fishes“. Journal Environmental Biology of Fishes. 40 (3): 219–226. doi:10.1007/BF00002508. ციტირების თარიღი: 2010-03-22.[მკვდარი ბმული]
  8. World Database of Marine Species: Spiny devil fish დაარქივებული 2012-03-04 საიტზე Wayback Machine. . Accessed 03-22-2010.
  9. Scott Michael (Winter 2001). „Speak of the devil: fish in the genus Inimicus (PDF). SeaScope. 18. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2010-03-27.
  10. WetWebMedia.com: The Ghoulfish/Scorpion/Stonefishes of the Subfamily Choridactylinae (Inimicinae), by Bob Fenner. Accessed 03-27-2010.
  11. Spindel, E. L.; Dobie, J. L.; Buxton, D. F. (2005). „Functional mechanisms and histologic composition of the lingual appendage in the alligator snapping turtle, Macroclemys temmincki (Troost) (Testudines: Chelydridae)“. Journal of Morphology. 194: 287–301. doi:10.1002/jmor.1051940308.
  12. Vane-Wright, R.I. (1976). „A unified classification of mimetic resemblances“. Biological Journal of the Linnean Society. 8: 25–56. doi:10.1111/j.1095-8312.1976.tb00240.x.
  13. Schuett, G.W.; Clark, D.L.; Kraus, F. (1984). „Feeding mimicry in the rattlesnake Sistrurus catenatus, with comments on the evolution of the rattle“. Animal Behaviour. 32: 625–626. doi:10.1016/s0003-3472(84)80301-2.
  14. Welsh, Jr., Hartwell H.; Lind, Amy J. (2000). „Evidence of Lingual-Luring by an Aquatic Snake“. Journal of Herpetology. 34 (1): 67–74. doi:10.2307/1565240. JSTOR 565240.
  15. Welsh, Hartwell H.; Wheeler, Clara A.; Lind, Amy J. (2010). „Spatial Ecology of the Oregon Gartersnake, Thamnophis atratus hydrophilus, in a Free-Flowing Stream Environment“ (PDF). Copeia. 2010: 75. doi:10.1643/CE-08-106.
  16. Smith, William John (2009). The Behavior of Communicating: an ethological approach. Harvard University Press, გვ. 381. ISBN 978-0-674-04379-4. „Others rely on the technique adopted by a wolf in sheep's clothing—they mimic a harmless species. ... Other predators even mimic their prey's prey: angler fish (Lophiiformes) and alligator snapping turtles Macroclemys temmincki can wriggle fleshy outgrowths of their fins or tongues and attract small predatory fish close to their mouths.“ 
  17. Willis, E. O. (1963). „Is the Zone-Tailed Hawk a Mimic of the Turkey Vulture?“. The Condor. 65 (4): 313–317. doi:10.2307/1365357.
  18. Clark, William S. (2004). „Is the zone-tailed hawk a mimic?“. Birding. 36 (5): 495–498.
  19. Cott, Hugh (1940). Adaptive Coloration in Animals. Methuen, გვ. 392–393. 
  20. Annandale, Nelson (1900). „Observations on the habits and natural surroundings of insects made during the 'Skeat Expedition' to the Malay Peninsula, 1899–1900“. Proceedings of the Zoological Society of London. 69: 862–865.
  21. O'Hanlon, James C.; Holwell, Gregory I.; Herberstein, Marie E. (2014). „Pollinator deception in the orchid mantis“. The American Naturalist. 183 (1): 126–132. doi:10.1086/673858. PMID 24334741.
  22. Levine, Timothy R. (2014). Encyclopedia of Deception. Sage Publications, გვ. 675. ISBN 978-1-4833-8898-4. „In aggressive mimicry, the predator is 'a wolf in sheep's clothing'. Mimicry is used to appear harmless or even attractive to lure its prey.“