ჩასავალის ეკლესია

ჩასავალის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა სოფელ ჩასავალში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული ფორმის აბსიდით დასრულებული. მასში სარკმლის მარცხნივ ორი, ხოლო მარჯვნივ ერთი სწორკუთხა ნიშია მოთავსებული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და კირის დუღაბი. კარ-ფანჯრების დიდი ღიობები XIX-XX საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი.

სოფელი ჩასავალი რედაქტირება

სოფელი ჩასავალი ჯერ რაჭის მაზრაში შედიოდა, შემდეგ ჯავის რაიონში, 1991 წელს ჩასავლის სასოფლო საბჭო გადაეცა ონის რაიონს.[1] ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბილისი, 2004

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ