ჩან დონ ლი
ჩან დონ ლი (ჰანჯა: 李滄東; დ. 4 ივლისი, 1954) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, სცენარისტი და რომანისტი.[1] ლის გადაღებული აქვს ექვსი მხატვრული ფილმი, ესენია: „მწვანე თევზი“ (1997), „პიტნის კამფეტი“ (2000), „ოაზისი“ (2002), „საიდუმლო ნათება“ (2007), „პოეზია“ (2010) და „ალმოდებული“ (2018). ეს უკანასკნელი გახდა პირველი კორეული ფილმი, რომელიც ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციის მოკლე სიაში იყო წარდგენილი. ფილმმა მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზი კანის 71-ე კინოფესტივალზე, ხოლო ლოს-ანჯელესისა და ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციებმა „ალმოდებული“ საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად აღიარეს.
ჩან დონ ლი | |
---|---|
ჩან დონ ლი 2010 წლის კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
4 ივლისი, 1954 დეგუ, სამხრეთ კორეა |
ეროვნება | კორეელი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
2002 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ლიმ ვერცხლის დათვი და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზი მიიღო. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე მას მიენიჭა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. 2003-2004 წლებში ლი სამხრეთ კორეის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი იყო.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალი სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში დაიბადა. მან უმაღლესი განათლება კორეული ლიტერატურის განხრით მიიღო. უნივერსიტეტში იგი ძირითად დროს თეატრში ატარებდა, სადაც წერდა და დგამდა პიესებს.
კარიერა
რედაქტირებალის კინემატოგრაფიაში ფორმალური განათლება არ მიუღია. კინოსფეროში მოღვაწეობა მან სცენარების წერით დაიწყო. მისი სცენარისტობით გადაღებული პირველი ფილმია „ვარსკვლავიანი მიწისკენ“, რომელიც 1993 წელს გამოვიდა.[2] 1995 წელს ლიმ დაწერა სცენარი ფილმისთვის „ერთი ნაპერწკალი“, რომელმაც ლურჯი დრაკონის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.[3][4]
1997 წელს ლიმ თავისი პირველი ფილმი, „მწვანე თევზი“ გადაიღო. ფილმი „კორეული საზოგადოების კრიტიკაა ახალგაზრდა ბიჭის პერსპექტივიდან, რომელიც კრიმინალურ სამყაროში აღმოჩნდება ჩათრეული“.[5] ლურჯი დრაკონისა და ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალებზე „მწვანე თევზმა“ საუკეთესო ფილმის ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება.
2000 წელს ლიმ მომდევნო ფილმი, „პიტნის კანფეტი“ გადაიღო. ფილმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ჟიურის სპეციალური პრიზი ბრატისლავას საერთაშორისო კინოფესტივალზე, დონ კიხოტის სახელობის ჯილდო კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე და აზიური კინოს განვითარების ხელშემწყობი კავშირის ჯილდო.
2002 წელს გამოვიდა რეჟისორის მესამე ფილმი, „ოაზისი“, რომელიც მენტალური პრობლემების მქონე მამაკაცისა და ცერებრალური დამბლის მქონე ქალის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმისთვის ლიმ 2003 წლის ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში ვერცხლის დათვი მიიღო. ამავე ფესტივალზე ფილმს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის და მსოფლიო კათოლიკეთა საზოგადოების ჯილდოები მიენიჭა. „ოაზისი“ ოსკარის 75-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ „ოაზისი“ ოსკარის ნომინაციის მფლობელი პირველი კორეული ფილმია.
2003-2004 წლებში ლის სამხრეთ კორეის კულტურის და ტურიზმის მინისტრის პოზიცია ეკავა.
2006 წლის ოქტომბერში საფრანგეთის მთავრობამ ლის საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა „მისი, როგორც კულტურის მინისტრის წვლილისთვის კინო კვოტების შენარჩუნებაში, რაც ხელს უწყობდა კულტურულ მრავალფეროვნებას“. ლის ორდენი საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ოფიციალურ ვიზიტზე გადასცა.[6]
ლის მეოთხე ფილმი „საიდუმლო ნათება“ 2007 წელს გამოვიდა. ფილმი მგლოვიარე ქალზე მოგვითრობს, რომელმაც შვილი დაკარგა. მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ჟონ დე-იონმა კანის მე-60 კინოფესტივალზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი გაიმარჯვა.[7] „საიდუმლო ნათება“ 2008 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ამავე წლის აზიის კინოდაჯილდოებაზე ფილმმა საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა.
2010 წელს რეჟისორის მომდევნო ფილმი, „პოეზია“ გამოვიდა. ფილმი მოხუცი ქალბატონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პოეზიით ინტერესდება და ამასთანავე ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, იუნ ჟონ-ჰი, კინოეკრანებს 16 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ფილმს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე „პოეზიამ“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.
რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ლი კინოასპარეზზე 2018 წელს, ფსიქოლოგიური მისტიკური დრამით „ალმოდებულით“ დაბრუნდა, რომელიც დაფუძნებულია ცნობილი იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის შემდეგ მოთხრობებზე: „სპილოს გაუჩინარება“ და „ალმოდებული ფარდულები შუაღამისას“.[8][9][10] „ალმოდებულის“ პრემიერა კანის 71-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზი მოიპოვა.[11] ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე „ალმოდებული“ საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციის მოკლე სიაში იყო წარდგენილი, რითაც პირველი კორეული ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარის დაჯილდოებაზე ამ შედეგს მიაღწია. „ალმოდებულმა“ ლოს ანჯელესისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა.
2019 წლის მარტში, აზიის მე-13 კინოდაჯილდოებაზე „ალმოდებულმა“ ლის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში მოუტანა გამარჯვება.[12][13]
ლიტერატურა
რედაქტირება1987 წლეს ჩან-დონ ლიმ პირველი მოთხრობა, „საკუთრება“ გამოაქვეყნა. მას მოჰყვა „There's a Lot of Shit“ 1992 წელს, რომლისთვისაც ლის გაზეთ The Korea Times-ის ლიტერატურული პრემია მიენიჭა. 1996 წელს მან მოთხრობა, სახელწოდებით „სიმტკიცე“ გამოაქვეყნა.[14][15][16] 2007 წელს ლის მომდევნო მოთხრობა „მეოცნებე ურჩხული“ ჟურნალ Azalea-ში გამოქვეყნდა.[17][18]
თავისი წერის სტილის შესახებ ლი ამბობს: „მე ყოველთვის ვწერ ერთი ადამიანისთვის. იმისთვის, რომელსაც ჩემსავით განუცდია და ჩემსავით უფიქრია. ვფიქრობ, ეს სასიყვარულო წერილის დაწერას ჰგავს, როდესაც ადამიანს, რომელსაც ბოლომდე ესმის შენი, საკუთარ ფიქრებსა და განცდებს უზირებ.“[19]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (2005) Korean Writers The Novelists. Minumsa Press, გვ. 156.
- ↑ [역사속의 오늘 이창동 베니스영화제 감독상] ko. Imaeil (September 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2020. ციტირების თარიღი: March 13, 2019
- ↑ [역사속의 오늘 이창동 베니스영화제 감독상] ko. Imaeil (September 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2020. ციტირების თარიღი: March 13, 2019
- ↑ ['오아시스' 베니스 영화제 감독상 쾌거 수상소감 : 감독상 이창동] ko. Hankyung (September 9, 2002). ციტირების თარიღი: March 13, 2019
- ↑ Scott, A. O. „Director Profile“. NY Times/Allmovie. ციტირების თარიღი: 2006-10-07.
- ↑ Former Culture Minister Lee Honored By French. Twitch Film (29 October 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 April 2008. ციტირების თარიღი: 2006-10-29.
- ↑ Festival de Cannes: Secret Sunshine. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-18. ციტირების თარიღი: 2009-12-20.
- ↑ Lee Chang-dong Lights Up Haruki Murakami Adaptation 'Burning'. Variety (5 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
- ↑ Maher, Cian. (November 4, 2018) What makes Haruki Murakami's books so alluring, yet near-impossible to adapt. Polygon.
- ↑ O'Connor, Rory. (May 16, 2018) Cannes 2018 Review: Lee Chang Dong's Burning turns Haruki Murakami Into A Frothy Page Turner. The Film Stage.
- ↑ Hopewell, John. (May 19, 2018) Cannes: 'Burning' Wins Fipresci Top Prize. ციტირების თარიღი: June 29, 2018.
- ↑ Lee, Hyowon. (27 February 2019) Hong Kong Film Fest: South Korean Director Lee Chang-dong to Get Lifetime Honor. The Hollywood Reporter.
- ↑ Chow, Vivienne. (March 17, 2019) 'Shoplifters' Wins Best Picture at Asian Film Awards. Variety. ციტირების თარიღი: March 17, 2019.
- ↑ Taylor-Jones, Kate E. (2013). „Lee Chang-dong and the Trauma of History“, Rising Sun, Divided Land: Japanese and South Korean Filmmakers. Columbia University Press. ISBN 9780231850445.
- ↑ Korean Literature Translation Institute (2005). Korean Writers: The Novelists. Minumsa Press, გვ. 157.
- ↑ Joseph Pomp. (2014)Great Directors: Lee Chang-dong. Sense of Cinema.
- ↑ „The Dreaming Beast“. Translated by Heinz Insu Fenkl. Azalea. 2007. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Heinz Insu Fenkl (2007). „On the Narratography of Lee Chang-dong: A Long Translator's Note“. The Korea Institute, Harvard University. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Brzeski, Patrick. (October 12, 2018) Oscars: South Korea's Lee Chang-dong on the Many Mysteries of 'Burning' en.