ჩანკაანის ნამოსახლარები

ჩანკაანის ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს შირაქის ველის ჩრდილოეთ განაპირას ჩანკაანად წოდებულ ადგილზე. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ.

ერთ-ერთი ნამოსახლარი გორის სწორ თხემზეა გამართული და რელიეფს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ერწყმის. აქ იგი გამოყოფილია სათავდაცვო თხრილით და აქვე იწყება მეორე თხრილი, რომელიც გარს ერტყმის ნამოსახლარს. მეორე ნამოსახლარი მდებარეობს ალაზნის ველისკენ. ის წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ღრმა ხეობიტ დ არელიეფს მხოლოდ სამხრეთიდან ერწყმის. აკრეფილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების უმეტესობა მონაცრისფროა, კარგად გამომწვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება