ჩანკაანის გორანმოსახლარი
ჩანკაანის გორანამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს შირაქის ველის ჩრდილოეთ განაპირას, სოფლებს ზემო ქედსა და სამრეკლოს შორის, ჩანკაანად წოდებულ ადგილზე. თავბრტყელ ბუნებრივ ბორცვზე, რასაც ირგვლივ ევლება სათავდაცვო თხრილი. ძეგლი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. ნამოსახლარიდან 0.3 კილომეტრზე აღმოჩენილია სამაროვანი, რომელიც დიდი რაოდენობით დაზიანებული ორნამენტებითაა წარმოდეგენილი. ნამოსახლარზე და სამაროვანზე აიკრიფა თიხის ჭურჭელი.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 275-276.