ჩანდარლი ჰალილ-ფაშა
ჩანდარლი ჰალილ-ფაშა (თურქ. Çandarlı Halil Paşa; გ. 1 ივნისი, 1453, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1439-1453 წლებში. თანამდებობა ეკავა სულთნების მურად II-ისა და მეჰმედ II-ის დროს. განეკუთვნება ცნობილი ჩანდარლების ოჯახს. 1453 წლის 29 მაისს მონაწილეობდა ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებაში. 30 მაისს დააკავეს ღალატის გამო და 1 ივნისს სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
ჩანდარლი ჰალილ-ფაშა | |
---|---|
Çandarlı Halil Paşa | |
ოსმალეთის 11-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1439 |
მმართ. დასასრული: | 1 ივნისი, 1453 |
წინამორბედი: | ქოჯა მეჰმედ ნიზამუდინ-ფაშა |
მემკვიდრე: | ზაგანოს-ფაშა |
მონარქი: | მურად II, მეჰმედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1 ივნისი, 1453 |
გარდ. ადგილი: | ედირნე |
შვილები: | ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა |
დინასტია: | ჩანდარლი |
მამა: | ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ლიტერატურა
რედაქტირება- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971