ჩანდანაგარი
ჩანდანაგარი (ბენგ. চন্দননগর) — ქალაქი ინდოეთში. მდებარეობს დასავლეთი ბენგალის შტატში. ქალაქის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 9მ.
ქალაქი | |
---|---|
ჩანდანაგარი ბენგალიური চন্দননগর | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | დასავლეთი ბენგალი |
კოორდინატები | 22°52′00″ ჩ. გ. 88°23′00″ ა. გ. / 22.86667° ჩ. გ. 88.38333° ა. გ. |
ფართობი | 19 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 9±1 მეტრი |
მოსახლეობა | 205 578 ადამიანი [1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 33 |
საფოსტო ინდექსი | 712136 |
ოფიციალური საიტი | http://www.chandernagoremunicipalcorporation.in |
ისტორია
რედაქტირება1673 წელს ბენგალიის ნავაბ იბრაჰიმ-ხანის ნებართვით აქ დაარსდა ფრანგული სავაჭრო კომპანია, რომელიც 1688 წლისათვის გადაიქცა მუდმივ დასახლებად. 1730 წელს ქალაქის გუბერნატორი გახდა ჟოზეფ ფრანსუა დიუპლეი, რომლის მმართველობისას ქალაქში აშენდა 2 000-ზე მეტი ქვის სახლი, თავად ქალაქი კი გადაიქცა ბენგალიაში ევროპელთა ვაჭრობის ძირითად ცენტრად.
XVIII-XIX საუკუნეებში ჩანდანაგარი ევროპელ დამპყრობლებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. 1756 წელს ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის დაიწყო ომი, რომლის შედეგად, 1756 წლის 23 მარტს ინგლისელებმა დაიკავეს ქალაქი. 1763 წელს ის უკან დაიბრუნეს ფრანგებმა, თუმცა 1794 წელს კვლავ დაიპყრეს ინგლისელებმა. 1816 წელს ქალაქი კვლავ დაიბრუნა საფრანგეთმა და ამჯერად, უკვე ხანგრძლივად, 1950 წლამდე შეინარჩუნა ხელისუფლება ფრანგული ინდოეთის შემადგენლობაში შესულ ქალაქში.
1947 წელს ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და 1948 წლის ივლისში საფრანგეთის მთავრობამ ჩაატარა პლებისციტი, რომლის შედეგების მიხედვით ჩანდანაგარის მოსახლეობის 97%-ის სურვილი აღმოჩნდა ინდოეთთან შეერთება. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად მიიღო ქალაქზე კონტროლის უფლება უკვე 1950 წელს, თუმცა ოფიციალურად ქალაქი ინდოეთს გადეცა 1952 წლის 9 ივნისს. 1955 წლის 2 ოქტომბერს ჩანდანაგარი მიერთებულ იქნა დასავლეთი ბენგალის შტატთან.
დემოგრაფია
რედაქტირება1991 | 2001 | 2010 |
120 378 | 162 187 | 205 578 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.