ჩამრაზი
ჩამრაზი [აგრეთვე გავრცელებულია ბარბარიზმით რუბილნიკი (რუს. Рубильник)] — ხელით სამართი ელექტრული საკომუტაციო აპარატი, რომლის დანიშნულებაა ელექტრული წრედების ჩართვა, გამორთვა და გადართვა ან ელექტრული დატვირთვისას (როცა ძაბვა 220 ვ-მდეა მუდმივი დენისა და 380 ვ-მდე ცვლადი დენის დროს), ან მაშინ, როცა წრედში დენი არაა; გამოირჩევა მოძრავი კონტაქტების დამახასიათებელი ფორმით (დანისებრი ან „საჩეხი“). კონტაქტების რიცხვის მიხედვით ჩამრაზი არის ერთ- (სურ. 1), ორ-, სამ-, (სურ. 2) და მრავალპოლუსიანი. ჩამრაზს იყენებენ 1000 ვ-მდე ძაბვის ელექტრული წრედების საკომუტაციოდ. უფრო მაღალი ძაბვის წრედში ჩამრაზს აქვს რამდენიმე პარალელურად შეერთებული კონტაქტი ერთ პოლუსზე. ზოგჯერ ჩამრაზს უკეთებენ რკალსაქრობ კამერას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 78.