ჩალის ღერი, წველი (ლათ. culmus) — მარცვლოვნების ცილინდრული ღერო, რომლის მუხლთშორისები ღრუა, მუხლები — ფოთლის მიმაგრების ადგილები, რამდენადმე გამობერილი. ზოგიერთ მარცვლოვანს, მაგალითად, სიმინდს, ღერო მთლიანი აქვს. გამტანი კონების და მექანიკური ქსოვილის განლაგება ღეროს პერიფერიაზე გადაღუნვისას ჩალის ღერს სიმტკიცეს აძლევს.

შაქრის ლერწმის ღერო

ლიტერატურა

რედაქტირება