ჩაკალტაია (აიმ. ცივი გზა) — მთა ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ზღვის დონიდან 5421 მეტრ სიმაღლეზე. ჩაკალტაია გამოირჩეოდა 18 000 წლის ასაკის მყინვარებით, რომლებიც მთლიანად გაქრა 2009 წელს.[1][2][3] მყინვარი ერთ-ერთი უმაღლესი იყო მთელს სამხრეთ ამერიკაში და გადაჭიმული იყო 30 კმ-ზე, ლა-პასიდან უაინა-პოტოსის მთამდე. დღემდე დავის საგნად რჩება საკითხი, თუ რამ გამოიწვია მყინვარის გაქრობა - გლობალურმა დათბობამ თუ ადგილობრივი კლიმატის ცვლილებამ.[4]

ჩაკალტაია
ჩაკალტაია
ჩაკალტაია
კოორდინატები: 16°20′47″ ს. გ. 68°07′44″ დ. გ. / 16.34639° ს. გ. 68.12889° დ. გ. / -16.34639; -68.12889
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტერიტორიული ერთეული ლა-პასის დეპარტამენტი
სიმაღლე 5421 
ჩაკალტაია — ბოლივია
ჩაკალტაია

სათხილამურო კურორტი

რედაქტირება

ჩაკალტაიას მყინვარი ბოლივიის სათხილამურო კურორტს წარმოადგენდა. ამავე დროს, ის უმაღლესი სათხილამურო არეალი იყო მსოფლიოში, რომელსაც საბაგირო ემსახურებოდა. ის ჯერ კიდევ 1939 წელს გაიხსნა. მთა პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა მოყვარული მთამსვლელებისათვის, ვინაიდან ზემოთაღნიშნული გზა მწვერვალამდე 200 მეტრით დაბლა მთავრდებოდა.

ობსერვატორია

რედაქტირება

მთაზე მდებარეობს ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც ძირითადად გამა-გამოსხივების კვლევებს ემსახურება.[5] ის აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან.