ჩაის მრეწველობა
ჩაის მრეწველობა — კვების მრეწველობის დარგი, რომელიც გამოიმუშავებს ბაიხაოსა და დაწნეხილ ჩაის, აგრეთვე ჩაის თხევადსა და მშრალ ნატურალურ კონცენტრატებს.
ჩაის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის 40-იან წლებიდან გავრცელდა. 1913 წელს უკვე ფუნქციონირებდა 5 ფაბრიკა, რომლებმაც გამოიმუშავა 131 ტ ბაიხაოს ჩაი. ჩაის მრეწველობა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განვითარდა. ომამდე ხუთწლედებში აშენდა მრავალი ჩაის ფაბრიკა. ძირითადი სახეობის პროდუქციის — შავი ბაიხაოს ჩაის — გარდა აითვისეს მწვანე ბაიხაოს ჩაის, ფილა ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოებაც.
საქართველოში წარმოებული ჩაი წლების მიხედვით
რედაქტირებაწლები | ფაბრიკების რაოდენობა | ბაიხაოს ჩაის წარმოება (ათ. ტ) |
---|---|---|
1940 | 34 | 11,1 |
1950 | 42 | 20,2 |
1960 | 65 | 38,2 |
1970 | 77 | 63,9 |
1975 | 87 | 83,1 |
1980 | 89 | 127,5 |
1982 | 92 | 136,5 |
1984 | 93 | 141,2 |
წლები | წარმოებული ჩაი (ათ. ტ) |
ბაიხაოს ჩაის პირველადი დამუშავება (ათ. ტ) |
---|---|---|
1940 | 2,7 | 11,1 |
1965 | 24,1 | 45,8 |
1975 | 52,1 | 83,1 |
1980 | 68,1 | 127,5 |
1984 | 112,4 | 141,2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ოდიშარია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 73.