ჯულია ჩაილდი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩაილდი, ჯულია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯულია ჩაილდი (Julia Child) დაბადებით ჯულია ქეროლინ მაკუილიამსი (დ. 15 აგვისტო, 1912 — გ. 13 აგვისტო, 2004)— ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი, ტელეწამყვანი, რომელმაც ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მასებს მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით. მისი ყველაზე განთქმული ნაშრომებია 1961 წლის რეცეპტების წიგნი „Mastering the Art of French Cooking“ (ინგლ. ფრანგული სამზარეულოს დახელოვნება) და სატელევიზიო სერიებით „The French Chef“ (ინგლ. ფრანგი შეფი), რომლის პრემიერა 1963 წელს მოხდა.

ჯულია ჩაილდი, 1988 წელს

ახალგაზრდობა და მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

ჯულია ჩაილდი დაიბადა ჯონ და ჯულია კეროლინ მაკვილიამსების ოჯახში პასადენას კონსერვატიულ, მდიდარ უბანში, კალიფორნიაში. გაიზარდა ტრადიციული ახალი ინგლისის კერძებზე, რომელსაც ოჯახის მოსამსახურე ამზადებდა. ბავშვობაში პასადენას პოლიტექნიკურ სკოლაში სწავლობდა. სმითის კოლეჯის დასრულების შემდეგ, სადაც 185 სმ სიმაღლის ჯულია კალათბურთს თამაშობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1934 წელს, ის ნიუ-იორკში გადადის და ინტერიერის გაფორმების ფირმა W. & J. Sloane-ის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობს.

1937 წელს დედის გარდაცვალებიდან წოტა ხნით ადრე კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ მშობლიურ სახლში ატარებს ოთხ წელს. ამ პერიოდში ჯულია ძირითადად ადგილობრივი გამომცემლებისთვის მოკლე პუბლიკაციებს წერს. ამავე დროს საზოგადო საკითხებით დაინტერესებული ჯულია ჩაილდი ამერიკის წითელ ჯვარში მოხალისედ შედის; 1941 წელს პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი სტრატეგიული სამსახურების ოფისს (Office of Strategic Services) უერთდება აშშ-ის საზღვაო ძალებიდან სიმაღლის გამო უარით გასტუმრების შემდეგ.

ერთი წელი ოსს-ში საზღვაო შემთხვევების მონიტორინგის მოწყობილობის განყოფილებაში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) კლერაკად მუშაობის შემდეგ მივლინებით კენდიში, ცეილონი, გაუშვეს 1944 წელს, სადაც ხვდება მის მომავალ მეუღლეს პოლ კუშინგ ჩაილდს, ოსს-ის მაღალი რანგის კარტოგრაფი. მოგვიენებით ამავე სამსახურის მივლინებით ჩინეთში მიემგზავრება სადაც ის საზოგადოებრივ სამსახურში წარჩინების ემბლემას იმსახურებს ოსს-ის სეკრეტარიატში რეესტრის განყოფილების უფროსობისთვის.

ომის დასრულების შემდეგ ის ვაშინგტონში სახლდება, სადაც 1946 წლის 1 სექტემბერს ცოლად მიჰყვება პოლ ჩაილდს, წარჩინებული ბოსტონური ოჯახის ჩამომავალს, რომელიც პარიზში ცხოვრობდა. პოლ ჩაილდი აშშ-ის მთავრობის საგარეო საქმეთა განყოფილებაში მსახურობდა და სწორედ მან გააცნო ჯულიას დახვეწილი კულინარია. ჯულია კერძების მომზადებას მეუღლისა და მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების სასიამოვნებლად სწავლობდა. 1948 წელს ისინი პარიზში გადადიან პოლ ჩაილდის აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს პარიზის ბიუროში დანიშვნის შემდეგ. ჯულიას ამ ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია.

ომისშემდგომი საფრანგეთი

რედაქტირება

ქ-ნი ჩაილდი ხშირად იხსენებდა რუენში ყოფნისას მის პირველ კერძს ხამანწკებით „sole meunière“ შესანიშნავ ღვინოსთან ერთად, როგორც „კულინარულ გამოცხადებას“ (culinary revelation). ეს განცდა მან ერთხელ ნიუ-იორკ ტაიმსში აღწერა, როგორც მისთვის „სულისა და გულის გახსნა“. ამის შემდეგ ის პარიზის განთქმულ ლე კორდონ ბლუ-ს კულინარულ სკოლაში შედის, მოგვიანებით კერძო გაკვეთილებს იღებს ისეთი განთქმული მზარეულებისგან, როგორიცაა მაქს ბუნიარდი. აქ ის უერთდება ქალთა კულინარიულ კლუბს „Cercle des Gourmettes“, სადაც ხვდება სიმონ ბეკს, რომელიც ლუიზეტ ბერთოლთან ერთად ფრანგული სამზარეულოს რეცეპტების წიგნს წერდა ამერიკელებისთვის და შესთავაზა ქ-ნ ჩაილდსაც მიეღო მონაწილეობა წიგნის ამერიკელთათვის პოპულარიზაციაში.

1951 წელს ისინი იწყებენ კერძების მომზადებას ამერიკელი ქალებისთვის „ჩაილდსის სამზარეულოში“, უწოდეს რა მათ არაფორმალურ სკოლას „L'Ecole des Trois Gourmandes“ (სამი გურმანის სკოლა). შემდეგი დეკადის განმავლობაში ჩაილდი ევროპაში მოგზაურობს და საბოლოოდ კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, სახლდება, სადაც სამი მეგობარი რეცეპტების კვლევასა და ტესტირებას ატარებენ, ქ-ნი ჩაილდი კი ფრანგულიდან ამერიკულ ინგლისურად თარგმნის, მასებისთვის გასაგებ დეტალურ, პრაქტიკულ და საინტერესო ენაზე.


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ჩაილდი“-დან